შეგახსენებთ, რომ 23 წლის გერმანელი გოლკიპერი კატალონიურ კლუბში ერთი წლის უკან გადავიდა.
პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში "ბარსელონას" კარს კლაუდიო ბრავო იცავდა, ტერ შტეგენი კი მოედანზე თასისა და ევროთასის შეხვედრებში გამოდიოდა. თუმცა, დღეს ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, რისი მიზეზიც ბრავოს ტრავმაა.
"ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება მადრიდში, თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.