* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით 32 თამაშში გაიტანა სამი და მეტი გოლი.
* ლიონელ მესიმ "ატლეტიკოს" კარი დალაშქრა და გოლი ახალდაბადებულ ვაჟს უძღვნა.
კრიშტიანო რონალდომ ერთიანად იფეთქა, ლიონელ მესიმ თამაში უჩვეულოდ "სკამიდან" დაიწყო, მაგრამ ჩვეულად დაასრულა. "ბარსამ" მადრიდში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა...
Gun's N'zonzi
უნაი ემერის ახალი "სევილია" ჯერ ვერ დაიქოქა. ალბათ, ამის მიზეზი ბევრი ახალწვეულია, რომელთაგანაც ერთიანი ანსამბლი ბასკმა სპეციალისტმა ჯერ ვერ ჩამოაყალიბა. გუნდი ემერის ისედაც ბევრი ტრავმირებული ჰყავს და ამ მატჩს მათ რიცხვს გაელ კაკუტა მიემატა, რომელიც პირველ ტაიმში გახდა შესაცვლელი. მოკლედ, ანდალუსიურ გუნდს ფალსსტარტი გამოუვიდა, მაგრამ, როცა ფერნანდო ლორენტე, იევჰენ კონოპლიანკა, სტივენ ნ'ზონზი და სხვები შეთამაშდებიან, ეს გუნდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს.
რონალდო "რეალის" ისტორიაში
ბარსელონაში "ესპანიოლის" რბევის მთავარი გმირი კრიშტიანო რონალდო იყო, რომელმაც 6-დან 5 გოლი გაიტანა და მეექვსეში საგოლე პასით გამოიჩინა თავი. პენტა თრიკი შესრულებაში რონალდოს გარეთ ბეილი (ორი საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი), ლუკა მოდრიჩი და ლუკას ვასკესი დაეხმარნენ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლა ლიგაში უკვე 231 გოლი გაიტანა და ამით მან რაულ გონსალეს ბლანკოს (228) შედეგი გააუმჯობესა და "რეალის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში. ეს მან 203 მატჩში მოახერხა, როცა რაულის რეკორდს 550 შეხვედრა დასჭირდა. კრიშტიანომ სტუმრად 104 გოლი გაიტანა და "რეალის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სტუმრად 100-გოლიანი ზღვარი გადალახა. პორტუგალიელი ახლა ლა ლიგის ისტორიაში მეოთხე გოლეადორია. მას საშუალოდ 1,13 გოლი გააქვს ლა ლიგაში და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ბომბარდირს შორის.
რაფა ბენიტესი (რეალი): "ციფრები თავისით მეტყველებენ ყველაფერზე. ის, ვინც ამდენი გოლი გაიტანა, საფეხბურთო ისტორიის ნაწილია. მისი გოლები "რეალს" დიდად ეხმარება მიზნის მიღწევაში. მან 5 გოლი გაიტანა და კიდევ მეტის გატანა შეეძლო. ამის მიუხედავად, უნდა გავაგრძელოთ შრომა, რათა კიდევ უკეთ ვითამაშოთ მომავალში. ანგარიშის მიუხედავად, იოლი თამაში არ იყო, კიდევ გვაქვს დასახვეწი თამაში".
"მარკამ" 10-ბალიანი სისტემით რონალდოს თამაში 9 ბალით შეაფასა.
"ვალენსიას" პირველი გამარჯვება
"ვალენსია" ხიხონის "სპორტინგს" ესტუმრა და 1:0 მოიგო, ეს გუნდის პირველი გამარჯვებაა ახალ სეზონში. ნუნუ ესპირიტუ სანტუმ შეცვლები გამოიცნო, როცა მოედანზე პაკო ალკასერი და ზაკარია ბაკალი შეუშვა, მარცხენა ფლანგიდან ბელგიელის ტექნიკურ ჩაწოდებას ესპანეთის ნაკრების ფორვარდის გამარჯვების თავური მოჰყვა. მიუხედავად ამისა, წარმატებასთან ახლოს უფრო ასტურიული კლუბი იყო, მაგრამ ან მისი ფორვარდები სცოდავდნენ, ან მოწოდების სიმაღლეზე იყო "ვალენსიას" მესამე გოლკიპერი, 24 წლის დებიუტანტი ხაუმე დომენეჩ სანჩესი. გუნდში დებიუტი ჰქონდა ტუნისელ მცველ აიმენ აბდენურსაც, რომელმაც საიმედოდ ითამაშა.
პაკო ალკასერი: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშში გამარჯვება. ყველაფერს ვაკეთებ გუნდისთვის და პირველ რიგში, ამაში გოლების გატანას ვგულისხმობ. ორი ფრის შემდეგ ჩვენ მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. ახლა ყველანი ჩემპიონთა ლიგის თამაშს ველით".
მესი სკამზე, მესი გმირი
ტურის ცენტრალურ მატჩის მთავარი სიურპრიზი ლიონელ მესის "ბარსას" სასტარტოში არყოფნა იყო - მესი ამერიკაში ნაკრების მატჩებში თამაშობდა, შემდეგ კი მას მეორე ვაჟი შეეძინა, ვარჯიშით კი "ბარსელონაში" ვერ ივარჯიშა ხეირიანად. თუმცა "ატლეტიკოსთან" მატჩის გმირად მაინც მესი იქცა, რომელმაც 77-ე წუთზე ლუის სუარესის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1. ანგარიში ფერნანდო ტორესმა გახსნა, რომელმაც "ატლეტიკოს" შესანიშნავი კომბინაცია გოლით დაასრულა. "ელ ნინიომ" მეათედ გაუტანა კარიერაში "ბარსას", მაგრამ მალევე ნეიმარმა დიდებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. "მარკამ" საუკეთესოდ მესი აღიარა - 8 ბალი.
"ბარსამ" ტრავმის გამო ბელგიელი მცველი თომას ვერმალენი დაკარგა, რომელმაც 28-ე წუთზე შეწყვიტა თამაში.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მომეწონა ჩვენი დღევანდელი თამაში. ორივე გუნდს სურდა გამარჯვება. ძალიან რთული კალენდარი გვაქვს და სასიხარულოა, უშუალო კონკურენტთან გამარჯვება. მესი იმიტომ დავსვი სკამზე, რომ ის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და უნდა გავუფრთხილდეთ".
ხოაკინის დაბრუნება
ხოაკინ სანჩესმა მარჯვნიდან ჩააწოდა და "ბეტისმა" მორიგი გოლი გაიტანა... წლებია, ასეთი წინადადება არ დაგვიწერია, თუმცა ხოაკინი დაბრუნდა და მან პირველი საგოლე პასიც ჩაიწერა, რომელსაც რუბენ კასტრო გამოეხმაურა - 1:0. ეს ტაიმის მიწურულს მოხდა და მალევე "ბეტისი" ბრაზილიელმა პეტროშმა დააღალატა, მაგრამ პეპე მელის გუნდმა 10 კაცითაც შეძლო "რეალ სოსიედადის" დამარცხება. სხვა მატჩები
"წყალქვეშა ნავმა" ანდალუსიაში დამსახურებულად მოიგო. ამჯერად, რობერტო სოლდადოს თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა იყოჩაღეს - ჯერ მანუელ ტრიგეროსმა დაინახა წინ გამოსული მეკარე და შორიდან გაუტანა, შემდეგ ახლო მანძილიდან თავი სედრიკ ბაკამბუმ გამოიჩინა, ბოლოს კი დამატებაზე სამუ გარსიამ ივარგა. მეორესა და მესამე გოლებს შორის ფრან რიკომ "გრანადას" იმედი მისცა, თუმცა სულ ტყუილად. ბილბაოს "ატლეტიკმა" ესპანეთის სუპერთასი მოიგო, მაგრამ სეზონი ასევე ვეღარ გააგრძელა, საწყის ორ ტურში წააგო. და აი, ბასკურმა პირველი ქულები მოიპოვა "სან მამეს ბარიაზე" მასსავით აუტსაიდერ "ხეტაფეს" 3:1 მოუგო. არიც ადურისმა თავი დუბლით გამოიჩინა.
გალისიაში "სელტამ" და "ლას პალმასმა" უხვგოლიანი მატჩი ითამაშეს - 3:3. არადა, კანარელებს თავიდანვე გაუძევეს მეკარე ხავი ვარასი, მაგრამ სტუმრებმა 1:3-ის "ამოქაჩვა" შეძლეს. სერხიო არაუხომ დუბლი შეასრულა ვიგოელთა კარში.
III ტური
11 სექტემბერი
ლევანტე-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ნ'ზონზი (12), 1:1 კამარასა (58)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი (69. ი. ლოპესი), ტრუხილიო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო - კამარასა, ხოსე მარი, ვერსა - ღილასი (86. როხერი), დეივერსონი (69. ვ. კასადესუსი)
სევილია (4-4-2): ბეტო - კოკე, ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ვიტოლო, ნ'ზონზი, კრიხოვიაკი, კაკუტა (31. კონოპლიანკა) - ფ. ლორენტე (68. იმობილე), გამეირო (77. კრონ-დელი)
გაფრთხილება: მორალესი, ხუანფრანი, ღილასი - კაკუტა, კონოპლიანკა, ტრემულინა
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-8 (4-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 191
12 სექტემბერი
ესპანიოლი-რეალი 0:6
გოლები: 0:1 რონალდო (7), 0:2 რონალდო (17-პენ), 0:3 რონალდო (20), 0:4 ბენზემა (28), 0:5 რონალდო (61), 0:6 რონალდო (81)
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი, სიანი (45. მონტანიესი), დუარტე - სევილია, ვ. სანჩესი (65. ჟორდანი), ხ. ლოპესი (46. კანიასი), ვ. ალვარესი - კაისედო, მორენო
რეალი (4-2-3-1): ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი (75. ვარანი), მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი (56. კოვაჩიჩი) - ისკო, ბეილი, რონალდო - ბენზემა (63. ლ. ვასკესი)
გაფრთხილება: გონსალესი, კანიასი - ბენზემა, კოვაჩიჩი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14-15 (3-8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 32 155
სპორტინგი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1პ. ალკასერი (91)
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ბერნარდო, ლოპეს ბლანკო - პ. პერესი (82. კარმონა), ს. ალვარესი, მასკარელი (61. კასესი), ხონი - ჰალილოვიჩი (70. გერერო), სანაბრია
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, აბდენური, გაია - პარეხო, ფუეგო, ე. პერესი (67. ანდრე გომეში) - ფეგული, ნეგრედო (75. პ. ალკასერი), პიატი (82. ბაკალი)
გაფრთხილება: მასკარელი, ლოპესი, პერესი - პარეხო, პერესი, ფუეგო
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16-17 (8-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 23 206
ატლეტიკო-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (51), 1:1 ნეიმარი (55), 1:2 მესი (77)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ო. ტორესი (60. კარასკო-ფერეირა), გაბი (81. ვიეტო), ტიაგო, კოკე - ფ. ტორესი (62. ჯ. მარტინესი), გრიზმანი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, ვერმალენი (28. მატიო), ალბა - რაკიტიჩი (60. მესი), ბუსკეტსი, ინიესტა - რაფინია, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: ო. ტორესი, ფილიპე ლუიში, ხ. ხიმენესი - ინიესტა
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 17-5; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-13 (3-5); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 53 491
ბეტისი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 რ. კასტრო (41)
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიცინი (78. მოლინერო), ბრუნო, ვესტერმანი, ვარგასი - ხოაკინი (66. სეხუდო), პეტროში, ნ'დიაიე, პორტილიო - რ. კასტრო, მოლინა (46. სებალიოსი)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, მ. გონსალესი, დე ლა ბელია (70. აგირეჩე) - პარდო (82. კანალესი), ილიარამენდი - ბრუმა, ველა, ჩაბი პრიეტო (47. გ. კასტრო) - ჟონათასი
გაფრთხილება: ნ'დიაიე, ბრუნო, პეტროში, სებალიოსი, პორტილიო - დე ლა ბელია, პარდო, რეიესი
გაძევება: პეტროში (45)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 9-15 (2-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 38 768
13 სექტემბერი
გრანადა-ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 ტრიგეროსი (48), 0:2 ბაკამბუ (51), 1:2 ფ. რიკო (73), 1:3 სამუ გარსია (91)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში (72. ტიევი), ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - კრჰინი, რ. პერესი (21. ფ. რიკო) - საქსესი, ხ. მარკესი (63. იბანიესი), როჩინა - ელ-არაბი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ნ. ლეივა (58. დ. სუარესი), ტრიგეროსი, პინა, კასტილიეხო (66. სამუ გარსია) - ბაკამბუ (79. ადრიანი), სოლდადო
გაფრთხილება: ბაბენი, ლოპეში - პინა, სოლდადო, ბაილი, არეოლა
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 13-8 (2-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 13 954
ბილბაო-ხეტაფე 3:1
გოლები: 1:0 ადურისი (6), 2:0 რ. გარსია (24), 2:1 ველასკესი (70), 3:1 ადურისი (83)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი,ეჩეიტა, ლეკუე - სან ხოსე, ბენიატი (88. მ. რიკო) - სუსაეტა, რაულ გარსია (79. ერასო), აკეჩე (68. ი. გომესი) - ადურისი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ველასკესი, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი (63. ვანდერსონი), ლასენი - პედრო ლეონი (63. მედრანი), ვ. როდრიგესი (82. ა. ვასკესი), ლაფიტა - სჩეპოვიჩი
გაფრთხილება: სან ხოსე - ლაფიტა, ლაგო, ველასკესი
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 13-11 (6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 39 003
სელტა-ლას პალმასი 3:3
გოლები: 1:0 ორელიანა (13-პენ), 2:0 ვასი (18), 2:1 არაუხო (23), 3:1 ნოლიტო (48), 3:2 არაუხო (61), 3:3 სიმონი (74)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (84. ბონგონდა), კაბრალი, ფონტასი, ხონი - ვასი, ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი (66. გუიდეტი) - ორელიანა, ასპასი, ნოლიტო
ლას პალმასი (4-4-2): ვარასი - სიმონი, ალკარასი, ბიგასი, კასტელიანო - მესა (57. აიტამი), ერნანი, კულიო, ვიერა (86. ვაკასო) - ვილიან ჟოზე (13. რაული), არაუხო
გაფრთხილება: - ალკარასი, აიტამი, არაუხო
გაძევება: ვარასი (11)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 26-9 (12-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 19 048
მალაგა-ეიბარი 0:0
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ანხელერი, ბოკა - რესიო, ტისონე - ორტა (55. დუდა), ამრაბატი (83. ტიგადუინი), ხუან კარლოსი (68. კოპი) - შარლესი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, რამისი, მ. დოს სანტოსი, ლუნა - დ. გარსია, ადრიანი - კეკო, ესკალანტე (66. ისრაფილოვი), ბერხონი (66. ჟუნკა) - ენრიჩი (81. ბასტონი)
გაფრთხილება: რესიო, ანხელერი - ესკალანტე, ისრაფილოვი, კეკო, რამისი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-7 (4-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 19 836
14 სექტემბერი
ვალეკანო-დეპორტივო 22:30
ბომბარდირები: 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 3 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), ნოლიტო (სელტა).
მომდევნო ტური
18 სექტემბერი:
ხეტაფე-მალაგა.
19 სექტემბერი:
რეალი-გრანადა, ვალენსია-ბეტისი, ეიბარი-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ესპანიოლი.
20 სექტემბერი:
სევილია-სელტა, დეპორტივო-სპორტინგი, ვილიარეალი-ბილბაო, ლას პალმასი-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-ლევანტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"