ლა ლიგა. IV ტურის წინ: რაფინიას გარეშე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ხუთი ესპანური კლუბიდან სამმა მშრალად მოიგო, "ბარსელონამ" სტუმრად მისაღები ფრე ითამაშა რომში და მხოლოდ "ვალენსია" დამარცხდა, თანაც, მშობლიურ "მესტალიაზე" არცთუ ფავორიტ "ზენიტთან". "ვალენსიამ" საკუთარ "მესტალიაზე" 2014 წლის ნოემბრის მერე პირველად წააგო. ახლა ეს კლუბები ისევ შინაურ ასპარეზს უბრუნდებიან.

როგორ გავაჩეროთ მესი
"ბარსელონა" "ლევანტეს" მასპინძლობს და ამ შეხვედრაში მას არ ეყოლება რაფაელ ალკანტარა. რაფინიამ "რომასთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ისეთი სიმძიმის ტრავმა მიიღო, რომ სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

სხვათა შორის, მამამისი, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი მაზინიო ამბობს, რომ ლეო მესის
შეჩერების ერთადერთი ხერხი მისი დახვრეტაა, სხვა ვარიანტი არ არსებობსო.

"ლევანტეს" ფეხბურთელებს კი "კამპ ნოუზე" ავტომატებს არავინ დაურიგებს.

"ჩვენ რომში მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ახლა უკვე მხოლოდ მომავალი ტურის მატჩზე ვფიქრობთ. რაფინიას ტრავმა ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ლუის ენრიკემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ.

მშრალი რეალი
"რეალი" "გრანადას" მასპინძლობს და აშკარა ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაკარგა:

რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი და გარეთ ბეილი. "გრანადა" კრიშტიანო რონალდოს უნდა უფრთხილდეს, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა.

"სამეფო კლუბმა" სეზონი ოთხი "მშრალი" მატჩით დაიწყო, ასეთი რამ კი "რეალის" ისტორიაში არ ყოფილა.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "ატლეტიკოს" სტუმრობას ბასკეთში "ეიბარის" წინააღმდეგ, მესტალიურ შეხვედრას "ვალენსიასა" და "ბეტისს" შორის, ასევე "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ანუ "ვილიარეალის" დაპირისპირებას ბილბაოს "ატლეტიკთან".

IV ტური
18 სექტემბერი
ხეტაფე-მალაგა 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოდა, ბუენდია - ველიგტონი, კრუსი, კამაჩო, ფერეირა
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=2-9, (22-26)

19 სექტემბერი
რეალი-გრანადა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანილო, როდრიგესი, ბეილი, რამოსი, ვარანი (?) -
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +7=0-1, (26-4)

ვალენსია-ბეტისი 20:15
დისკვალიფიკაცია: ბარაგანი (ვალ)
ტრავმა: ალვეში, რაიანი - ტორესი, მატილია, პეცელა, დიგარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +18=2-6, (51-23)

ეიბარი-ატლეტიკო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ირურეტა, გაიოსო, ხიმენესი, ლილიო -
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (2-5)

სოსიედადი-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ექტორი, ნავასი, მარტინესი -
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=9-8, (30-29)

20 სექტემბერი
სევილია-სელტა 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარეხა, კარიშო, რამი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=2-9, (16-16)

დეპორტივო-სპორტინგი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კანი, რიერა, ფაბრისიო, პაბლო -
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=3-3, (7-12)

ვილიარეალი-ბილბაო 20:15
დისკვალიფიკაცია: სორიანო (ვილ)
ტრავმა: მუსაჩიო, ასენხო - იტურასპე (?), ვილიამსი, ხოსე (?), ბალენსიაგა (?), ბოვედა, მუნიაინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=8-8, (44-33)

ლას პალმასი-ვალეკანო 22:30
დისკვალიფიკაცია: ტონიო (ვალ)
ტრავმა: კასტელიანო, პადრონი, ალემანი, ლოპესი - კასტრო (?), ტიტო, ლორენტე (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=2-1, (2-3)

ბარსელონა-ლევანტე 22:30
დისკვალიფიკაცია: პიკე - სიმაო
ტრავმა: ბრავო, ვერმალენი (?), ალვეში, პერეია, რაფინია -
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +12=4-0, (47-9)

ბომბარდირები: 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 3 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), ნოლიტო (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული