ლა ლიგა. IV ტური: "ხეტაფეს" პირველი მოგება და ქულები

AutoSharing Option
18 სექტემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში IV ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ხეტაფემ" "მალაგას" უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ხეტაფეში, "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" ჩატარებულ მატჩში მასპინძლებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი "ხეტაფეს" სერბმა თავდამსხმელმა სტეფან შჩეპოვიჩმა მე-2 წუთზე გაიტანა.

ამ მოპოვებული სამი ქულით ფრან ესკრიბას გუნდმა, რომლის აქტივში აქამდე ქულა არ იყო, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია და დროებით მე-12 პოზიციაზე აღზევდა. "მალაგა" კი, რომელსაც 2 ქულა აქვს, ცხრილში მე-18-ეა.

ლა ლიგის IV ტურის
დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება (იხილეთ ვრცლად).

ლა ლიგა. IV ტური
19 სექტემბერი
რეალი-გრანადა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანილო, როდრიგესი, ბეილი, რამოსი, ვარანი (?) -
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +7=0-1, (26-4)

ვალენსია-ბეტისი 20:15
დისკვალიფიკაცია: ბარაგანი (ვალ)
ტრავმა: ალვეში, რაიანი - ტორესი, მატილია, პეცელა, დიგარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +18=2-6, (51-23)

ეიბარი-ატლეტიკო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ირურეტა, გაიოსო, ხიმენესი, ლილიო -
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (2-5)

სოსიედადი-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ექტორი, ნავასი, მარტინესი -
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=9-8, (30-29)

20 სექტემბერი
სევილია-სელტა 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარეხა, კარიშო, რამი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=2-9, (16-16)

დეპორტივო-სპორტინგი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კანი, რიერა, ფაბრისიო, პაბლო -
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=3-3, (7-12)

ვილიარეალი-ბილბაო 20:15
დისკვალიფიკაცია: სორიანო (ვილ)
ტრავმა: მუსაჩიო, ასენხო - იტურასპე (?), ვილიამსი, ხოსე (?), ბალენსიაგა (?), ბოვედა, მუნიაინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=8-8, (44-33)

ლას პალმასი-ვალეკანო 22:30
დისკვალიფიკაცია: ტონიო (ვალ)
ტრავმა: კასტელიანო, პადრონი, ალემანი, ლოპესი - კასტრო (?), ტიტო, ლორენტე (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=2-1, (2-3)

ბარსელონა-ლევანტე 22:30
დისკვალიფიკაცია: პიკე - სიმაო
ტრავმა: ბრავო, ვერმალენი (?), ალვეში, პერეია, რაფინია -
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +12=4-0, (47-9)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული