ლა ლიგა. VI ტურის წინ: განსაკუთრებული ფორვარდი

AutoSharing Option
უცნაური ამბები ხდება ლა ლიგაში გარდა იმისა, რომ პრიმერას დაშლა ემუქრება - ჩემპიონი "ბარსელონა" ნადგურდება, ევროპის ერთ-ერთი ყოჩაღი გუნდი "სევილია" ბოლო ადგილზეა, კრიზისშია "ვალენსია", სამაგიეროდ, კი დაუმარცხებლად თამაშობენ "სელტა" და "ვილიარეალი".

ასპასი ლეგენდებში
იაგო ასპასის დუბლით, "ბარსას" ყოფილი და, ალბათ, მომავალი ფეხბურთელის, ნოლიტოს ბრწყინვალე გოლით, ნორჩი შვედის, იონ გუიდეტის გასროლით "სელტამ" საარაკო მარცხი აგემა "ბალაიდოსზე" "ბარსელონას" - 4:1. აქამდე ლუის ენრიკეს გუნდს ლა ლიგაში დანაკარგი არ ჰქონდა, ახლა კი ყოფილ გუნდთან იგი სულაც დამარცხდა. ამ წაგების მერე, ლიდერმა "ბარსამ" ეგრევე მეხუთე
ადგილზე ჩაინაცვლა.

იაგო ასპასი, რომელმაც თავი ვერაფრით დაიმკვიდრა "ლივერპულში", ნელნელა "სელტას" ლეგენდა ხდება, მას 52 გოლი დაუგროვდა გალისიური კლუბის მაისურით და ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ რუს ალექსანდრ მოსტოვოის ჩამორჩება (72 გოლი). "სელტამ" კი "ბარსა" სამგოლიანი სხვაობით 1957 წლის მერე პირველად დაამარცხა.

ედუარდო ბერიცო (სელტა): "დღეს გამარჯვებულები ჩვენი ფანები და ზოგადად ფეხბურთი დარჩნენ. მოგება თუ გინდა, სწორედ ასე უნდა მოიგო, გეგმას არ გადავუხვიეთ და ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო, პრესინგით "ბარსას" ფეხბურთელებს შეცდომები დავაშვებინეთ. ეს იყო დიადი გამარჯვება უდიდეს გუნდთან, მაგრამ ჩვენ მიწაზე მყარად ვგავართ და რეალობას არ ვწყდებით".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ამ თამაშმა კარგად აჩვენა, რამდენად რთული ჩემპიონატია პრიმერა. მეტოქემ ძალიან ეფექტური ფეხბურთი აჩვენა. ვფიქრობ, თუ აგებ სწორედ ისე მოთამაშე გუნდთან ღირს წაგება, როგორიც "სელტაა". ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, 6-7 მომენტი შევქმენით, მაგრამ "სელტა" დღეს ფანტასტიკური იყო".

"ბარსა" ახლა ჯავრის ამოყრას "ლას პალმასზე" შეეცდება, რომელმაც კანარის კუნძულებზე მოულოდნელად, 2:0 დაამარცხა "სევილია".

"სან მამესზე"
"ბარსას" წაფორხილებით, უმალ ისარგებლა მადრიდის "რეალმა", რომელმაც მძიმე მატჩი მოიგო "სან მამეს ბარიაზე", დუბლი შეასრულა ქარიმ ბენზემამ, რომელიც ჩინებულ ფორმაშია - "რეალის" რიგებში ამ სეზონში ყველა მატჩში გაიტანა (I ტურში ტრავმის გამო არ უთამაშია). ბენზემა ბომბარდირთა დავაში თანამემამულე კრიშტიანო რონალდოს დაეწია, ხუთი გოლი აქვს გატანილი ვიგოელ ნოლიტოსაც.

"ბილბაოს" თავკაცი ერნესტო ვალვერდე გაცოფებული იყო - "ატლეტიკის" ფეხბურთელები კი არ თამაშობდნენ, არამედ უყურებდნენ, როგორ თამაშობდა ფეხბურთს "რეალიო".

რაფა ბენიტესი (რეალი): "პირველ ტაიმში მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშს, მეორეში კი ხასიათი გამოვავლინეთ. "სან მამესზე" მოგება ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენას კიდევ უფრო განუმტკიცებს. ბენზემა ჩვეულებრივი ცენტრფორვარდი არ არის, ის განსაკუთრებულია, თავისი მოძრაობებით ის მეტოქის დაცვაში ქაოსს ქმნის".

"სამეფო კლუბს" ახლა "მალაგასთან" საშინაო მატჩი ელის, ხოლო "ბილბაოს" ბასკური დერბი - "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადთან".

"რეალმა" კვლავ ხამეს როდრიგესის, გარეთ ბეილისა და სერხიო რამოსის გარეშე ივარჯიშა. ბრაზილიელმა დანილომ მხოლოდ ირბინა, ეს ოთხეული ვერც "მალაგასთან" დაეხმარება "სამეფო კლუბს".

გრიზმანი ტოპფორმაში
ტურის სხვა მატჩებიც ვახსენოთ - მადრიდის "ატლეტიკოს" ჯერაც დაუმარცხებელ "ვილიარეალთან" გასვლითი მატჩი ელის. მადრიდელებს ტოპფორმაში ჰყავთ ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი, რომელმაც დუბლი შეასრულა წინა ტურში.

"გრიზმანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის საუკეთესო ფორმაში შევიდა და საერთოდაც, რაც "ატლეტიკოში" გადმოვიდა ძალიან მოუმატა. ის ახლა "ატლეტიკოს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - აცხადებს დიეგო სიმეონე, რომლის გუნდისგანაც ამ სეზონში საჩემპიონო დოღში მონაწილეობას ისევ ელიან მიუხედავად, საკადრო ცვლილებებისა. "ვალენსია" "გრანადას" მასპინძლობს, ხოლო "სევილია" - "რაიო ვალეკანოს".

ლა ლიგა. VI ტური
პარასკევი. 25 სექტემბერი
ვალენსია-გრანადა 22:30
დისკვალიფიკაცია: პარეხო (ვალ)
ტრავმა: რაიანი, გომეში, გაია, ალვეში - პიტი, პერესი, მაინსი, მუსავუ-კინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +7=1-0, (13-3)

შაბათი. 26 სექტემბერი
ბარსელონა-ლას პალმასი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანდრო, რაფინია, ვერმალენი, ბრავო - კასტელიანო, ლოპესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0, (6-2)

რეალი-მალაგა 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამოსი, ბეილი, როდრიგესი, დანილო - ამრაბატი, ფლავიო, კამაჩო, სანტა კრუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +21=6-1, (71-28)

სევილია-ვალეკანო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბანეგა, კაკუტა, ესკუდერო, კრისტოფორო, პარეხა, კარიშო, რამი, ბეტო - გერა, ზე კაშტრო
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +8=2-4, (25-17)

ვილიარეალი-ატლეტიკო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადრიანი, ბაკამბუ, სოლდადო, მუსაჩიო, ასენხო - კოკე
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +9=6-11, (38-41)

ეიბარი-სელტა 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხაიმე, ლუნა, რამისი, ლილიო - ფონტასი, ბლანკო
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (1-1)

კვირა. 27 სექტემბერი
სპორტინგი-ბეტისი 14:00
დისკვალიფიკაცია: ბერნარდო (სპ)
ტრავმა: სანაბრია, კუელიარი, ბარერა - ნდიაიე, მოლინერო, მატილია, პეცელა, დიგარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=0-3, (3-7)

დეპორტივო-ესპანიოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაბლო, კანი - მონტანიესი, პერესი, აბრაჰამი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=6-10, (38-30)

ხეტაფე-ლევანტე 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლასენი, ლაგო, იოდა - ხუანფრანი, ნავარო, ვერსა, რუბენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=7-4, (14-13)

სოსიედადი-ბილბაო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარტინესი, ზალდუა, ნავასი - იტურასპე, ვილიამსი, ბოვედა, რამალიო, მუნიაინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +9=8-11, (39-42)

ბომბარდირები: 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი),ნოლიტო (სელტა); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული