* "ბარსელონამ" ამ სეზონში 4 პენალტიდან 3 ვერ გაიტანა.
* სეზონის პირველი კლასიკო 21 ნოემბერს (20:30 ადგილობრივი დროით) "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
* "ლას პალმასის" რიგებში ითამაშა 40 წლის ხუან ვალერონმა.
მეექვსე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა, "რეალს" ფეხი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუცდა. ამით კი "ვილიარეალმა" ისარგებლა, რომელმაც "ატლეტიკოს" მოუგო და... "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" პირველ ადგილზე ამოყვინთა. ამასობაში, "ბარსამ" და ფეხბურთმა გარკვეული ხნით მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი, ლეო მესი
ორი გმირი
ნუნუ ესპირიტუ სანტუს არ გამოუვიდა "ვალენსიას" თამაშის გაუმჯობესება. "გრანადა" საკმაოდ მწვავედ "იკბინებოდა", მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მთავარს მიაღწია - მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რაშიც დიდი დამსახურება გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონ შკოდრან მუსტაფის მიუძღვის. მუსტაფი ლამის მარტო უმკლავდებოდა საქსესის, როჩინასა და ელ-არაბის შეტევებს და როცა უძლური იყო, საქმეში მეკარე ხაუმე დომენეჩი ერთვებოდა. თანაც, მუსტაფიმ ბრწყინვალე თავური გოლი გაიტანა ზაქარია ბაკალის ჩაწოდების შემდეგ - 1:0.
"გრანადა" კი არც ისე ცუდია, როგორც ეს შეიძლება ცხრილიდან ჩანდეს.
ნუნუ (ვალენსია): "პრობლემები რჩება, არ უარვყოფ, თუმცა ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, როგორ ვეთამაშოთ მომდევნო მეტოქეს - "ლიონს". როტაცია აუცილებლად იქნება, რადგან თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი გვაქვს".
10 მატჩი ლეოს გარეშე
უკვე მეხუთე წუთზე "ლას პალმასის" კართან შეტევა "ბარსელონას" ფანებისთვის სამწუხაროდ დამთავრდა - მცველ პედრო ბიგასთან სათამაშო ეპიზოდში ტრავმა მიიღო ლიონელ მესიმ. არგენტინელმა სცადა თამაშის გაგრძელება, მაგრამ მე-10 წუთზე შეცვლა ითხოვა. ამის შემდეგ "ბარსას" ფანების დიდ ნაწილს "კამპ ნოუზე" მეტად, კრეუ ბლანკას კლინიკაში რა ხდებოდა, ის უფრო აინტერესებდა. ლეოს მუხლის მყესების დაზიანება (და არა გაწყვეტა) დაუდგინდა და პირველი ცნობებით, 7-8 კვირის გამოტოვება მოუწევს.
მაშ ასე, მესი გამოტოვებს ლა ლიგის 5 მატჩს (სევილია, რაიო, ეიბარი, ხეტაფე, ვილიარეალი), ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრას (ლევერკუზენი, ბატე 2) და არგენტინის ნაკრების მუნდიალის საკვალიფიკაციო 2 მატჩს (ეკვადორი, პარაგვაი). ჯამში 10 შეხვედრას.
"ბარსელონამ" კი მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა კანარის კუნძულების გუნდი - სერხი რობერტოს ჩაწოდება და მუნირ ელ ჰადადის პასი ლუის სუარესმა დუბლად აქცია, ხოლო სტუმართა რიგებში პიკეს მცირე რიკოშეტის დახმარებით, თავი ხონათან ვიერამ გამოიჩინა - 2:1. ნეიმარს შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი გოლად ვერ აქცია - ბურთი კარს გადააცილა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სამწუხაროა, როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მით უფრო, თუ ის მესია. ყველამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს მესის ყოფნას მოედანზე "ბარსელონასთვის". მესის გარეშეც "ბარსამ" არ უნდა უღალატოს თავის სტილს. ახლა უფრო უნდა გავაძლიეროთ გუნდური თამაში".
რონალდო და კედელი
94-ე წუთზე, როცა ყველა რესურსი ამოწურა, "მალაგას" კარის დალაშქვრა კრიშტიანო რონალდომ უკვე ხელით სცადა, რისთვისაც დამსახურებულად გააფრთხილეს. პორტუგალიელი თვალებს არ უჯერებდა, 14-ჯერ დაემუქრა კარლოს კამენის კარს, მაგრამ ვერაფერს გახდა. ისევე, როგორც ვერაფერს გახდა მთლიანად "რეალი" (31 დარტყმა კარისკენ) - აფრიკელი გოლკიპერი ნამდვილი გმირი იყო, ერთხელ კი მას ველიგტონი დაეხმარა, რომელმაც კარში თითქმის შესული ბურთი დააბრუნა უკან - 0:0. "რეალს" ვერც რიცხობრივი უპირატესობა დაეხმარა, ანდალუსიური კედელი დაუძლეველი დარჩა. "სამეფო კლუბმა" კოჭის ტრავმის გამო ახალგაზრდა ფორვარდი ხესე დაკარგა.
რაფა ბენიტესი (რეალი): "როცა მეტოქე მთელი შემადგენლობით თავს იცავს, ძნელია თავისუფალი სივრცეების პოვნა. შეცდომებს ვუშვებდით, რასაც ჩვენს კართან ხიფათი მოჰქონდა. მაგრამ ბევრი მომენტი შევქმენით და ეს პოზიტივია. სავარაუდო გოლის ეპიზოდი ჩემი ადგილიდან კარგად არ ჩანდა. ვფიქრობ, გოლის გამოვლენის ტექნოლოგია არც პრიმერას აწყენდა".
ლეოს გოლით
"რეალის" წაფორხილებით ისარგებლა "ვილიარეალმა" და მეორე მადრიდული კლუბის, "ატლეტიკოს" დამარცხებით (1:0) პირველ ადგილზე ამოყვინთა. "ელ მადრიგალზე" გამარჯვების გოლი მადრიდელთა კარში ლეო ბაპტიშტაომ გაიტანა რობერტო სოლდადოს პასით. ბრაზილიელი "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელია, ამიტომაც მის მაგივრად სხვა ვალენსიელებმა იზეიმეს ლეოს გოლი. დიეგო სიმეონეს გუნდი კი უკვე მეორედ დამარცხდა ლა ლიგაში. კონოპლიანკას სადებიუტო
უნაი ემერის "სევილიამ" ნავსი გატეხა და იევჰენ კონოპლიანკას პირველი ესპანური გოლით ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძნელად მოვიდა. ანდალუსიელებმა ტაიმი 2:0 კი მოიგეს "ელვების" წინააღმდეგ, მაგრამ მეორე ტაიმში მთელი უპირატესობა გაანიავეს და სანამ "რაიო" 10 კაცის გარეშე არ დარჩა, ვერ გაიტანეს - 3:2. "სევილიამ" ბოლო ადგილს თავი დააღწია. უკრაინელმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბებეს ბრწყინვალე გოლიც, ასევე საჯარიმო დარტყმით. მხსნელი იაგო
ბასკეთში "სელტას" ცენტრფორვარდი იაგო ასპასი რატომღაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "ბარსასთან" მატჩის გმირი მხოლოდ მეორე ტაიმში შემოვიდა და ამ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი - ხონის ჩაწოდების შემდეგ "სელტას" ქულა გადაურჩინა - 1:1. ვიგოელები თავიდან ბორხა ბასტონის გოლის გამო აგებდნენ "ეიბართან". კვირის მატჩები
ხოაკინ სანჩესისა და რუბენ კასტროს გოლებმა წყალში ჩაუყარეს გარჯა "ბარსას" ახალგაზრდა შემტევ ალენ ჰალილოვიჩს, რომელიც ხიხონის "სპორტინგში" იჯარით თამაშობს. ხორვატის ანგარიშზე საგოლე პასი და ბრწყინვალე თამაშია, თუმცა ასტურიულმა კლუბმა 1:2 დათმო "ბეტისთან". "დეპორტივომ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა "ესპანიოლს", რომელმაც თამაში კაცნაკლულმა დაასრულა. ლუკას პერესის ანგარიშზე დუბლია. "ხეტაფე"-"ლევანტე" ბოლო წუთამდე დაძაბული იყო, ბოლოს კი მადრიდელებმა გაილაღეს და დიდი ანგარიშით მოიგეს - 3:0. დუბლი შეასრულა ალვარო ვასკესმა.VI ტური
25 სექტემბერი
ვალენსია-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 მუსტაფი (27)
ვალენსია (4-4-2): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, ვეზუ, ორბანი - ფეგული, პარეხო, ე. პერესი (75. ფუეგო), ბაკალი (61. პიატი) - ნეგრედო (88. როდრიგო), პ. ალკასერი
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ლოპეში, ლომბანი, დორია, ბირაგი - ფ. რიკო, კრჰინი - საქსესი (59. ბიფუმა), მარკესი (66. უჩე აგბო), როჩინა (80. ნ. ლოპესი) - ელ-არაბი
გაფრთხილება: პერესი, მუსტაფი, ორბანი - დორია, ლოპეში, აგბო
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-18 (5-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 41 124
26 სექტემბერი
ბარსელონა-ლას პალმასი 2:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (24), 2:0 ლ. სუარესი (52), 2:1 ვიერა (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ბარტრა, ადრიანო (91. გუმბაუ) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, მასკერანო - მესი (10. ელ ჰადადი (80. ს. რამირესი)), ლ. სუარესი, ნეიმარი
ლას პალმასი (5-3-2): ვარასი - სიმონი, ალკარასი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო - როკე მესა (68. ვალერონი), ერნანი (57. კულიო), ვაკასო - არაუხო (67. ელ ჟარი), ვიერა
გაფრთხილება: მასკერანო, სუარესი - ერნანი, სიმონი, ვაკასო, ალკარასი
შენიშვნა: ნეიმარმა ვერ გაიტანა პენალტი (66)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 18-10 (6-6); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 74 916
რეალი-მალაგა 0:0
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ხესე (60. კოვაჩიჩი), ბენზემა, რონალდო
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი - ფორნალსი (80. ორტა), ტისონე, რესიო, ხუან კარლოსი - ამრაბატი, ტიგადუინი (70. ხუანპი ანიორი)
გაფრთხილება: ვარანი, ნაჩო, კარვახალი, რონალდო - ტორესი, რესიო, ანიორი
გაძევება: ამრაბატი (77)
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 31-12 (9-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 75 361
სევილია-ვალეკანო 3:2
გოლები: 1:0 გამეირო (23), 2:0 ნ'ზონზი (45), 2:1 ბებე (51), 2:2 გერა (68), 3:2 კონოპლიანკა (86)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე (73. მარიანო), ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი (73. კრისტოფორო), კრიხოვიაკი - ხ. რეიესი, იბორა (63. კონოპლიანკა), კრონ-დელი - გამეირო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ნაჩო, ამაია, დ. ლორენტე, რაცი - ბაენა, ტრაშორასი (86. დორადო) - ბებე, იოსაბედი, ემბარბა (64. ბანგურა) - გერა (80. მანუშო)
გაფრთხილება: იბორა - ლორენტე, ამაია, მანუშო, ტრაშორასი
გაძევება: ამაია (83)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-18 (7-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 33 709
ვილიარეალი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 ლ. ბაპტიშტაო (14)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ჯ. დოს სანტოსი (68. დ. სუარესი), ტრიგეროსი (75. პინა), ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - ლ. ბაპტიშტაო (46. ნ. ლეივა), სოლდადო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გამესი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ო. ტორესი (66. ა. კორეა), გაბი (46. ვიეტო), ტიაგო, ს. ნიგესი - ჯ. მარტინესი (46. ფ. ტორესი), გრიზმანი
გაფრთხილება: სოლდადო, კოსტა - გრიზმანი, ტიაგო
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 5-8 (2-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 20 087
ეიბარი-სელტა 1:1
გოლები: 1:0 ბასტონი (2), 1:1 ასპასი (76)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - ბერხონი (69. ისრაფილოვი), დ. გარსია, ადრიანი, ინუი (79. ვერდი) - ბასტონი (92. არუაბარენა), ენრიჩი
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ხონი, კაბრალი, გომეს სოლა, პლანასი - ა. ფერნანდესი, რადოია (61. ვასი), პ. ერნანდესი (46. ასპასი) - ორელიანა, ბონგონდა (76. დრაჟიჩი), ნოლიტო
გაფრთხილება: კაპა, ენრიჩი, გარსია, ადრიანი, დოს სანტოსი - ერნანდესი, რადოია, ორელიანა, ფერნანდესი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-9 (3-2); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 4 480
27 სექტემბერი
სპორტინგი-ბეტისი 1:2
გოლები: 1:0 კ. კასტრო (17), 1:1 ხოაკინი (46), 1:2 რ. კასტრო (57)
სპორტინგი (4-4-2): ა. გარსია - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე (80. პ. პერესი), ი. ლოპესი (61. გერერო) - ხონი (75. მუნისი), ს. ალვარესი, კასესი, მენენდესი - კ. კასტრო, ჰალილოვიჩი
ბეტისი (4-1-4-1): ადანი - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი, ვარელა - ნ'დიაიე - ხოაკინი (77. მოლინა), სებალიოსი (69. პეტროში), პორტილიო, სეხუდო (86. ხ. ტორესი) - რ. კასტრო
გაფრთხილება: კასესი - ნ'დიაიე
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-13 (10-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 23 250
დეპორტივო-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 ა. გონსალესი (14 ს. კ.), 2:0 ლ. პერესი (27), 3:0 ლ. პერესი (47)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ფ. ნავარო (56. ლაურე) - ლუის ალბერტო, ბორხესი, მოსკერა (62. ბერგანტინიოსი), ფაირი - რიერა, ლ. პერესი (68. ფედე კარტაბია)
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - რობერი, ა. გონსალესი, როკო, დუარტე - ასენსიო, ვ. სანჩესი (57. სილა), დიოპი, ვ. ალვარესი (55. ბურგუი) - მორენო, კაისედო (46. ე. პერესი)
გაფრთხილება: ლოპო, ლაურე, ბერგანტინიოსი - ასენსიო, დიოპი, როკო, დუარტე
გაძევება: დუარტე (79)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-7 (5-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 21 753
ხეტაფე-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 ა. ვასკესი (81), 2:0 ბუენდია (91), 3:0 ა. ვასკესი (92)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, ალექსისი, ნობლეხასი - ხ. როდრიგესი, მედრანი - პედრო ლეონი (66. სარაბია), ვ. როდრიგესი, ლაფიტა (76. ა. ვასკესი) - შჩეპოვიჩი (87. ბუენდია)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი, ტრუხილიო (38. ი. ლოპესი), სიმაო, ფედალი, ტონიო - კამარასა (83. როხერი), ხოსე მარი, ლერმა - ვ. კასადესუსი, დეივერსონი (78. ღილასი)
გაფრთხილება: მედრანი, ნობლეხასი - კამარასა,ფედალი, ტონიო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-10 (8-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 5 934
სოსიედადი-ბილბაო 0:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო, ილიარამენდი - ველა, ზურუტუზა (73. ჩაბი პრიეტო), კანალესი (73. ბრუმა) - აგირეჩე (87. ჟონათასი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეკეიჩა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი (81. იტურასპე) - სუსაეტა (91. ლეკუე), რაულ გარსია, საბინი (72. ვილიამსი) - ადურისი
გაფრთხილება: ილიარამენდი, პარდო, მარტინესი - ბენიატი, გარსია, ვილიამსი, ეჩეიტა
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-9 (4-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 26 310
ბომბარდირები: 5 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ნოლიტო (სელტა); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), იაგო ასპასი (სელტა), ლუკას პერესი (დეპორტივო).
მომდევნო ტური
2 ოქტომბერი:
სელტა-ხეტაფე.
3 ოქტომბერი:
სევილია-ბარსელონა, გრანადა-დეპორტივო, ესპანიოლი-სპორტინგი, ლას პალმასი-ეიბარი, მალაგა-რეალ სოსიედადი.
4 ოქტომბერი:
რაიო ვალეკანო-ბეტისი, ბილბაო-ვალენსია, ლევანტე-ვილიარეალი, ატლეტიკო-რეალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"