არგენტინელი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც ტრავმა "ლას პალმასთან" შეხვედრაში მიიღო, კატალონიური კლუბის ექიმებმა ისაუბრეს, რომელთა პროგნოზით, მესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში, 22 ნოემბერს გასამართ "კლასიკოში" მოედანზე გასვლას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ მუხლის მყესების დაზიანება "ლას პალმასთან" თამაშის დროს მიიღო. წინასწარი პროგნოზით, არგენტინელს დასვენება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოუწევდა.
მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით