სავარაუდოდ, ლიონელ მესი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩში დაშავებული ლიონელ მესი "ბარსელონას" დახმარებას მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შეძლებს.

არგენტინელი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც ტრავმა "ლას პალმასთან" შეხვედრაში მიიღო, კატალონიური კლუბის ექიმებმა ისაუბრეს, რომელთა პროგნოზით, მესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში, 22 ნოემბერს გასამართ "კლასიკოში" მოედანზე გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ მუხლის მყესების დაზიანება "ლას პალმასთან" თამაშის დროს მიიღო. წინასწარი პროგნოზით, არგენტინელს დასვენება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოუწევდა.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ამბავი, პირველად მიიღო ტრავმა
ლევან
18:03 28-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული