ხავიერ მასკერანოს გადასახადების დამალვას აბრალებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავ ხავიერ მასკერანოს ესპანური ორგანოები გადასახადების დამალვას აბრალებენ.

პროკურორის განცხადებით, ლაპარაკია 1,5 მილიონ ევროზე. გამოძიების თანახმად, 2011 და 2012 წლებში მასკერანომ სცადა დაემალა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია მისი სახელის გამოყენებასთან, მასკერანოს კომპანიები პორტუგალიასა და აშშ-ში იყო ბაზირებული.

ხავიერ მასკერანომ უკვე გადაიხადა ჯარიმა, რომლის ოდენობაც 200 ათას ევროზე მეტია. ეს ჯარიმა მას განაჩენს შეუმსუბუქებს, თუ საბოლოოდ დამნაშავედ სცნობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული