"დიდი მადლობა მხარდამჭერი კომენტარებისთვის. იმისთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველაზე ძნელი მოედნის მიღმა ყოფნაა. ახლა ტრავმა მოშუშებას დაიწყებს. გკოცნით ყველას", - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლეომ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში, "ლას პალმასთან" მიიღო. არგენტინელის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 8 კვირა დასჭირდება.