ლიონელ მესი: ყველაზე ძნელი მოედნის მიღმა ყოფნაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მუხლის ტრავმა მიიღო, გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა მხარდამჭერი კომენტარებისთვის. იმისთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველაზე ძნელი მოედნის მიღმა ყოფნაა. ახლა ტრავმა მოშუშებას დაიწყებს. გკოცნით ყველას", - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლეომ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში, "ლას პალმასთან" მიიღო. არგენტინელის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 8 კვირა დასჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული