* "მალაგამ" სეზონში პირველად გაიტანა - შარლესმა ჰეთ თრიკი შეასრულა.
* უნაი ემერიმ მე-15 ცდიდან პირველად მოუგო "ბარსელონას".
* ლეო მესის უფროსი ძმა მატიასი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დააპატიმრეს.
"ბარსელონას" საქმეები ცუდად მიდის და ამაში მხოლოდ ლეო მესისა და ანდრეს ინიესტას ტრავმებს ვერ დავადანაშაულებთ, პრობლემა უფრო ღრმა ჩანს.
შარლესის ჰეთ თრიკი
"ბალაიდოსზე" თავიდან ისე დაიწყო "სელტამ", რომ "ხეტაფეს" ფანებს შეეშინდებოდათ, მაგრამ მერე და მერე, ყველაფერი დაწყნარდა და გალისიაში უგოლო ფრე ვიხილეთ - 0:0. ამაში კი ანდალუსიაში "გრანადამ" და "დეპორტივომ" 1:1 ითამაშეს. სტუმრები დამსახურებულად გავიდნენ წინ ფაიჩალ ფაირის გოლით, თუმცა 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პიტიმ ანგარიში გაათანაბრა. მანამდე გრანადელი ელ არაბის დარტყმა გალისიელთა ძელმა მოიგერია.
ბარსელონაში "ესპანიოლი" ხიხონის "სპორტინგთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძლებს ფელიპე კაისედოს გოლმა ვერ უშველა, არადა, სამხრეთამერიკელს პირველ ტაიმში რომ პენალტი გამოეყენებინა, სულ სხვანაირად წარიმართებოდა მატჩი.
ასტურიელებს კომპენსირებულ დროში ალეხანდრო მენენდესის გოლმა მოაგებინა.
"ეიბარმა" კანარის კუნძულებზე 2:0 იმარჯვა, ხოლო "მალაგამ", როგორც იქნა, გოლის გატანა შეძლო - სეზონში პირველად, ანდალუსიურ კლუბს შარლესმა მოაგებინა. ბრაზილიელმა ფორვარდმა ჰეთ თრიკი შეასრულა "რეალ სოსიედადის" კარში - 3:1.
ემერის პირველი გამარჯვება "ბარსაზე"
უნაი ემერი ცნობილი ტაქტიკოსია, მაგრამ მის კარიერას აქამდე ერთი დიდი ლაქა ჰქონდა - ბასკ სპეციალისტს ვერასოდეს მოეგო "ბარსელონასთვის" - შაბათს მისი ეს შავი სერია დასრულდა - 2:1 "სევილიას" სასარგებლოდ. აქამდე ემერის 14-ჯერ დაუცურდა ფეხი "ბარსელონასთან" "ვალენსიით", "სპარტაკით და "სევილიით". ძალზე კარგ თამაშში მეორე ტაიმში გავიდა გოლები: მიკაელ კრონ-დელისა და ვისენტე იბორას გოლებს მხოლოდ ნეიმარმა უპასუხა.
ბრაზილიელმა, რომელიც "ბარსას" რიგებში მე-100 მატჩს ატარებდა, პენალტით გამოიჩინა თავი. ასე წააგო ლუის ენრიკეს გუნდმა მეორედ ამ სეზონში. ეს კატალონიელთა უცუდესი სტარტია 2003 წლის მერე.
უნაი ემერი (სევილია): "იყო თამაშები, როცა სამ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ ბედი არ გვწყალობდა. დღეს კი გაგვიჭირდა, მაგრამ მოგებას ვიმსახურებდით. მინდა, "სევილია" ინტენსიური და აგრესიული გუნდი იყოს".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სევილიასთან" უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. ვერ დამიჯერებია, რომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ. აი, "სევილიამ" კი ყველა თავისი მომენტი გამოიყენა. შემდეგ მატჩებში ყველაფერს გამოვასწორებთ".
დერბი
მართალია, "რაიო ვალეკანოს" "ელვებს" ეძახიან, მაგრამ ელვისებური კონტრშეტევებით წარმატებას სწორედ მისმა ვიზავიმ, "ბეტისმა" მიაღწია, რომელმაც ჰაიკო ვესტერმანისა და რუბენ კასტროს გოლებით იხეირა - 0:2. ბილბაოში დანი პარეხოს შესანიშნავ საჯარიმო დარტყმას მასპინძლებმა სამი გოლით უპასუხეს - 3:1, ნუნუს "ვალენსია" კვლავ ვერ ყოჩაღობს. ლიდერი "ვილიარეალი" 10 კაცით ვერ გაუმკლავდა "ლევანტეს" და დეივერსონის გოლით წააგო - 0:1. ტურის მატჩი მოგვიანებით გაიმართა - "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკომ" "რეალს" უმასპინძლა. მე-9 წუთზე კარვახალის ჩაწოდებას თავურით ქარიმ ბენზემა გამოეხმაურა, რომელმაც მე-6 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. საბოლოოდ კი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
VII ტური
2 ოქტომბერი
სელტა-ხეტაფე 0:0
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - პ. ერნანდესი, რადოია, ვასი (90. ბონგონდა) - ორელიანა, ასპასი (74. გუიდეტი), ნოლიტო
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, ალექსისი, ვიგარაი - ხ. როდრიგესი, მედრანი - სარაბია (74. ე. ბუენდია), ვ. როდრიგესი, ლაფიტა (77. მ. გომესი) - ა. ვასკესი (67. შჩეპოვიჩი)
გაფრთხილება: ნოლიტო - ვერხინი, ვიგარაი, ე. ბუენდია, ხ. როდრიგესი, შჩეპოვიჩი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-7 (7-2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 18 154
3 ოქტომბერი
სევილია-ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 კრონ-დელი (52), 2:0 იბორა (58), 2:1 ნეიმარი (74-პენ)
სევილია (4-2-3-1): რიკო - კოკე, ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა (89. მარიანო) - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ვიტოლო, იბორა (70. ხ. რეიესი), კრონ-დელი - გამეირო (72. ფ. ლორენტე)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო, პიკე, მატიო (60. დ. ალვეში), ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, ბუსკეტსი - ელ ჰადადი (60. რამირესი), ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: კრიხოვიაკი, ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა, ლორენტე - ბუსკეტსი, მატიო, ალბა
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 12-29 (5-9); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 39 374
გრანადა-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ფაირი (25), 1:1 პიტი (65)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ლოპეში, ლომბანი, დორია, ბირაგი - კრჰინი, ფ. რიკო (46. პიტი) - იბანიესი (77. ნ. ლოპესი), მარკესი, როჩინა (46. საქსესი) - ელ არაბი
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ფაირი, ბორხესი, მოსკერა, ლუის ალბერტო (68. რიერა) - ხ. როდრიგესი (58. გუტიერესი), ლ. პერესი
გაფრთხილება: საქსესი - გუტიერესი, არიბასი, რიერა
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-14 (3-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 168
ესპანიოლი-სპორტინგი 1:2
გოლები: 0:1 ჰალილოვიჩი (10), 1:1 კაისედო (62), 1:2 მენენდესი (92)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი, როკო, დუარტე - ვ. სანჩესი, კანიასი - ე. პერესი, ასენსიო, ვ. ალვარესი (46. ბურგუი) - კაისედო (64. მორენო)
სპორტინგი (4-2-3-1): ალბერტო - ლორა, ლ. ერნანდესი, ესპინოსა, კანელია - ს. ალვარესი, კასესი - ჟონათანი (74. მასკარელი), ჰალილოვიჩი (82. პ. პერესი), მენენდესი - სანაბრია (64. გერერო)
გაფრთხილება: სანჩესი, კანიასი, დუარტე - კანელია, ესპინოსა, ლორა
შენიშვნა: კაისედომ ვერ გაიტანა პენალტი (30)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-12 (9-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 16 947
ლას პალმასი-ეიბარი 0:2
გოლები: 0:1 ბერხონი (7), 0:2 ბასტონი (62)
ლას პალმასი (5-3-2): ვარასი - სიმონი, დ. გარსია, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო (58. ელ-ჟარი) - მესა (70. ვილიან ჟოზე), კულიო (67. ვალერონი), ვაკასო - არაუხო, ვიერა
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - ესკალანტე, დ. გარსია - ბერხონი, ადრიანი (69. ისრაფილოვი), ინუი (86. გალიარდო) - ბასტონი (63. ენრიჩი)
გაფრთხილება: ვაკასო, მესა - ადრიანი, ესკალანტე
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18-9 (4-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 18 577
მალაგა-სოსიედადი 3:1
გოლები: 1:0 შარლესი (4), 2:0 შარლესი (7), 2:1 აგირეჩე (14), 3:1 შარლესი (89)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი - ხუან კარლოსი, ტისონე, რესიო, დუდა (68. ანიორი) - კოპი (73. ფორნალსი), შარლესი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო (78. ჩაბი პრიეტო), დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო, ილიარამენდი - ველა, კანალესი (78. ბრუმა), ზურუტუზა (72. ჟონათასი) - აგირეჩე
გაფრთხილება: ტისონე, რესიო, კოპი, შარლესი - ელუსტონდო, ველა
გაძევება: ტისონე (71)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11-13 (7-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 17 175
4 ოქტომბერი
ვალეკანო-ბეტისი 0:2
გოლები: 0:1 ვესტერმანი (20), 0:2 რ. კასტრო (61)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ნაჩო (65. მანუშო), ზე კაშტრო, დ. ლორენტე, რაცი - ბაენა, ტრაშორასი - ემბარბა (46. ბანგურა), იოსაბედი (65. ფარინა), ბებე - გერა
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, ბ. გონსალესი, ვესტერმანი, ვარელა - სეხუდო (87. მოლინერო), პეტროში, ნ'დიაი, პორტილიო (80. მოლინა) - რენელა (70. ხოაკინი), რ. კასტრო
გაფრთხილება: ბანგურა, გერა, ბებე, რაცი - რენელა, პიჩინი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 23-9 (9-6); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 11 820
ბილბაო-ვალენსია 3:1
გოლები: 0: 1 პარეხო (20), 1:1 ლაპორტი (34), 2:1 სუსაეტა (60), 3:1 ადურისი (69)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - ბენიატი (86. მ. რიკო), სან ხოსე - სუსაეტა, რაულ გარსია (84. ერასო), ვილიამსი (71. საბინი) - ადურისი
ვალენსია (4-2-3-1): ხაუმე დომენეჩი - კანსელო, მუსტაფი, ვეზუ, ორბანი - ფუეგო, პარეხო - ფეგული, ანდრე გომეში (82. როდრიგო), ბაკალი (66. დე პაული) - ნეგრედო (65. პ. ალკასერი)
გაფრთხილება: - კანსელო, ფეგული, ორბანი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-9 (7-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 41 412
ლევანტე-ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 დეივერსონი (83)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - ი. ლოპესი (38. კამარასა), სიმაო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო - ლერმა, ხოსე მარი, მორალესი - დეივერსონი (86. ვ. კასადესუსი), როხერი (69. ღილასი)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, იოკიჩი - ნ. ლეივა (38. ხ. კოსტა). ტრიგეროსი, პინა, ალფონსო (46. კასტილიეხო) - სამუელი (58. ჯონათან დოს სანტოსი), სოლდადო
გაფრთხილება: ხუანფრანი, მორალესი, მარი, რუბენი - იოკიჩი, კოსტა, სოლდადო, რუისი
გაძევება: იოკიჩი (36)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-3 (5-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 038
ატლეტიკო-რეალი 1:1
გოლები: 0:1 ბენზემა (9), 1:1 ვიეტო (83)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გრიზმანი, გაბი, ტიაგო, ო. ტორესი (46. ფერეირა) - კორეა (58. ვიეტო), ფ. ტორესი (64. ჯ. მარტინესი)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი (42. არბელოა), ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (66. ბეილი), ბენზემა (77. კოვაჩიჩი), რონალდო
გაფრთხილება: გაბი, კორეა, ხუანფრანი, ვიეტო, გრიზმანი, გოდინი - რამოსი, ვარანი, კაზემირო, არბელოა
შენიშვნა: გრიზმანმა ვერ გაიტანა პენალტი (22)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 17-9 (4-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 53 079
ბომბარდირები: 6- ქარიმ ბენზემა (რეალი); 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დურან ნოლიტო (სელტა), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).
მომდევნო ტური
17 ოქტომბერი:
რეალი-ლევანტე, ეიბარი-სევილია, ბარსელონა-რაიო ვალეკანო, ვალენსია-მალაგა, ბეტისი-ესპანიოლი.
18 ოქტომბერი:
ვილიარეალი-სელტა, რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, ხეტაფე-ლას პალმასი, დეპორტივო-ბილბაო.
19 ოქტომბერი:
სპორტინგი-გრანადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"