მადრიდის "რეალი" ქარიმ ბენზემას ტრავმაში დიდიე დეშამს ადანაშაულებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ძალიან დაამწუხრა გუნდის თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას ტრავმამ, რომელიც ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრებში, სომხეთის ეროვნულ გუნდთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.

ამის შესახებ Marca იუწყება.

8 ოქტომბერს საფრანგეთის ნაკრებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ბენზემამ თავი დუბლით გამოიჩინა, თუმცა თამაშის მიწურულს მარცხენა თეძო იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

"რეალი" თავისი ფეხბურთელის ტრავმაში საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ადანაშაულებს. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას ისე არ უფრთხილდებიან, როგორც კლუბში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული