ვან პერსი უკმაყოფილოა, რომ თურქულ გუნდში მას სათადარიგოთა როლი აქვს.
ჰოლანდიელის დამატების მსურველი კლუბი კი უკვე გამოჩნდა. ვან პერსის თავის რიგებში აყვანა "ბარსელონას" სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 32 წლის ვან პერსის მაღალ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ესპანური გუნდისთვის პრიორიტეტია.