ლა ლიგა. VIII ტურის წინ: "წყალქვეშა ნავი" და გალისიური ტორპედოები

AutoSharing Option
როცა ლიდერი მესამეადგილოსანს მასპინძლობს, ეს ყოველთვის ტურის ცენტრალური შეხვედრაა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ არც "ვილიარეალია" გრანდი და არც მისი მომავალი მეტოქე, ვიგოს "სელტა".

"ყვითელ წყალქვეშა ნავს" ჩაყვინთამდე ჰაერით ტკბობა კიდევ ერთი ტურით თავისუფლად შეუძლია გაიგრძელოს, თუკი "ელ მადრიგალზე" იმარჯვებს.

ნავი ზედაპირზე
სათქმელად ადვილია, მაგრამ "სელტას" დამარცხება ბოლო დროს ურთულესი რამაა, 7 ტური გავიდა და არგენტინელი ედუარდო ბერიცოს გუნდისთვის ჯერ არავის მოუგია. ყველას გვახსოვს, რა დღე დამართა "სელტამ" "ბარსელონას", როცა იაგო ასპასის და ნოლიტოს სუპერთამაშის წყალობით, მიწასთან გაასწორა - 4:1. იმ
შეხვედრაში ასპასმა დუბლი შეასრულა.

გუნდებს საკადრო პრობლემები აწუხებთ. განსაკუთრებით, ეს მარსელინოს "ვილიარეალზე" ითქმის, მცველი ბოიან იოკიჩი დისკვალიფიცირებულია. დენის სუარესი, ადრიანი და ბაკამბუ ტრავმირებულნი არიან. ხოლო ასენხო და მუსაჩიო დიდი ხანია, ვერ ეხმარებიან "წყალქვეშა ნავს".

სტუმრებს აუგუსტო ფერნანდესი, რუბენ ბლანკო და ფონტასი არ ეყოლებათ. ვალენსიის მხარეში მარიო გასპარ პერესი ფრთაშესხმული დაბრუნდა, მან არა მარტო ითამაშა "ფურია როხას" შემადგენლობაში, არამედ, გოლის გატანაც შეძლო ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში.

"სელტა" ახლომახლოა, ამიტომაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეტოქეს, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. შინ ჩვენ ყველას მოგება შეგვიძლია", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მცველმა.

რონალდო და ოქროს ბუცი
მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვალენსიურ "ლევანტეს" მასპინძლობს. კრიშტიანო რონალდომ თამაშამდე კუთვნილი "ოქროს ბუცი" მიიღო და თუ გაისად მეხუთე ბუცის დაბევება სურს, უნდა მოუმატოს. ამ სეზონში პორტუგალიელმა 5 გოლი გაიტანა. ეს არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ ხუთივე გოლი პორტუგალიელმა ერთ თამაშში გაიტანა, "ესპანიოლის" კარში.

რაფა ბენიტესს არ ეყოლება პეპე, ხამეს როდრიგესი, დანილო, ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსი. ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელდა და დაბრუნებას პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის თამაშში გეგმავს.

აი, ბომბარდირთა დავის ლიდერი ქარიმ ბენზემა კი გამოჯანმრთელდა, მას უნებლიე ტრავმა საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელმა ანტუან გრიზმანმა გოლის აღნიშვნისას მიაყენა. მოკლედ, "სამეფო კლუბი", რომელიც "ვილიარეალის" წაფორხილებას ელის, რომ გალიდერდეს, გვარიანი დანაკლისით მასპინძლობს "ბაყაყებს", რომელთაც არ ეყოლებათ რუბენ გარსია, ტრუხილიო და ვერსა.

ჩვენ დავამარცხებთ "ბარსას"
ბარსელონაში მადრიდელი "ელვები" ჩადიან. "სევილიასთან" მარცხის მერე, ლუის ენრიკესთან ბევრი კითხვა გაჩნდა, რომლებიც პასუხებს ითხოვენ.

რაფინიას, ანდრეს ინიესტას და ლეო მესის გარეშე "ბარსა" ფავორიტად კი რჩება, მაგრამ კომბინაციური ფეხბურთის მოყვარული "რაიო ვალეკანოსგან" ყველაფერია მოსალოდნელი. ლუის ენრიკეს კი სანაკრებო პაუზის დროს ლამის მხოლოდ ლუის სუარესი ჰყავდა საწვრთნელ ბაზაზე, რადგან ის დისკვალიფიცირებული იყო და ნაკრებს ვერ ეხმარებოდა.

სხვათა შორის, პაკო ხემესი, რომელმაც ესპანურ მედიაში ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობის გამოკითხვაში პეპ გვარდიოლას გაუსწრო, აცხადებს, რომ მის გუნდს შეუძლია, "ბარსელონას" დამარცხება მისსავე "კამპ ნოუზე". ვნახოთ...

სხვა მატჩები
ტურის სხვა მატჩებიდან უდაოდ, "ანოეტაზე" გასამართი დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ - დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

"ვალენსია" ანდალუსიურ "მალაგას" მასპინძლობს, ხოლო "დეპორტივო" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუხვდება. უინტერესო არც ბასკური მატჩი უნდა იყოს "ეიბართან" სათამაშოდ ანდალუსიური "სევილია" ბასკ უნაი ემერის ჩაჰყავს.

ლა ლიგა. VIII ტური
შაბათი. 17 ოქტომბერი
რეალი-ლევანტე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენზემა (?), დანილო, როდრიგესი, პეპე (?), რამოსი (?), კარვახალი - ვერსა (?), ტრუხილიო, ლოპესი, გარსია (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +13=1-2, (44-11)

ეიბარი-სევილია 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუნა, ხიმენესი - კაკუტა, ლუისმი (?), ბანეგა, რამი, პარეხა, ტრემულინა (?), ბეტო, ლორენტე (?), კარიშო, ესკუდერო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1, (1-3)

ბარსელონა-ვალეკანო 22:30
დისკვალიფიკაცია: ამაია (ვალ)
ტრავმა: რაფინია, მესი, ვერმალენი, ინიესტა - კობენიო, პაბლო
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +10=3-3, (50-12)

ვალენსია-მალაგა 00:00
დისკვალიფიკაცია: ტისონე, რესიო (მალ)
ტრავმა: აბდენური (?), პერესი, რაიანი, ალვეში - ბოკა, ფერეირა, ამრაბატი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +17=7-4, (49-25)

ბეტისი-ესპანიოლი 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრუნო (?), ვან ვოლფსვინკელი (?), ვარგასი, ვან დერ ვაარტი (?) - გონსალესი (?), სევილია (?), ხორდანი, არბილია (?), მორენო, დიოპი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6=11-9, (29-37)

კვირა. 18 ოქტომბერი
ვილიარეალი-სელტა 14:00
დისკვალიფიკაცია: იოკიჩი (ვილ)
ტრავმა: სუარესი, ბაპტიშტაო (?), მუსაჩიო, ასენხო, ადრიანი (?), ბაკამბუ, სორიანო (?) - ფერნანდესი (?), ბლანკო, ფონტასი (?), დრაჟიჩი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=4-8, (25-24)

სოსიედადი-ატლეტიკო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერგარა (?), ნავასი, მარტინესი (?), გრანერო (?) - ტორესი (?), ვიეტო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +10=3-11, (30-41)

ხეტაფე-ლას პალმასი 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაფიტა, ლაგო (?), ლასენი (?) - კასტელიანო, ალკარასი, ელ ჟარი (?), ერნანი, ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

დეპორტივო-ბილბაო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბერტო (?), ფაბრისიო (?) - მუნიაინი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=9-7, (46-34)

ორშაბათი. 19 ოქტომბერი
სპორტინგი-გრანადა 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასტრო (?), კუელიარი (?) - პერესი, კელავა (?), ფერნანდესი (?), ლოპესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (3-2)

ბომბარდირები: 6- ქარიმ ბენზემა (რეალი); 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დურან ნოლიტო (სელტა), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული