ლა ლიგა. VIII ტური: ნეიმარის პირველი პოკერი "ბარსელონაში" [VIDEO]

AutoSharing Option
17 ოქტომბერს ესპანური ლა ლიგის მე-8 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" 3:0 გაანადგურა "ლევანტე" და გალიდერდა. პირველ ტაიმში რონალდოს პასით მარსელომ გაიტანა, ხოლო შემდეგ თავად რონალდომ გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ხესემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩამდე რონალდომ პუბლიკას ახლახან მიღებული "ოქროს ბუცი" წარუდგინა.

"სევილია" მარცხისგან კევინ გამეიროს გოლმა იხსნა სტუმრად "ეიბართან" თამაშში - 1:1.

მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" ლიდერობა ნეიმარმა იკისრა, რომელმაც "ბარსელონას" ფორმით პირველად შეასრულა პოკერი. ოთხი გოლის გარდა, ბრაზილიელმა საგოლე პასი გაუკეთა ლუის სუარესს
"ლევანტესთან" შეხვედრაში - 5:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 მარსელო (27), 2:0 რონალდო (30), 3:0 ხესე (81)

ეიბარი-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ბასტონი (8), 1:1 გამეირო (71)

ბარსელონა-ვალეკანო 5:2
გოლები: 0:1 გერა (15), 1:1 ნეიმარი (22-პენ), 2:1 ნეიმარი (32-პენ), 3:1 ნეიმარი (69), 4:1 ნეიმარი (70), 5:1 სუარესი (77), 5:2 იოსაბედი (86)

ვალენსია-მალაგა 3:0
გოლები: 1:0 შარლესი (19-ს. კ.), 2:0 ანდრე გომეში (33), 3:0 პარეხო (88-პენ)

ბეტისი-ესპანიოლი 1:3
გოლები: 0:1 როკო (4), 0:2 კაისედო (51), 0:3 სანჩესი (55), 1:3 რენელა (89)

1. რეალი - 18 ქულა; 2. ბარსელონა - 18; 3. ვილიარეალი - 16; 4. სელტა - 15; 5. ატლეტიკო - 13.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა რომ, მესის გარეშე ბარსა სუსტია...
zura kiknavelidze
13:41 18-10-2015
0

სიახლეები პოპულარული