* დიეგო სიმეონემ 214-ე მატჩი გამართა "ატლეტიკოს" თავკაცის პოსტზე და მეორე ადგილზე გადავიდა კლუბის ისტორიაში, ლუის არაგონესის (612) შემდეგ.
* კრიშტიანო რონალდომ გაიტანა და უკვე ოფიციალურად გახდა "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 324 გოლით.
ლიდერი შეიცვალა, "წყალქვეშა ნავი" მისსავე პორტში ჩაძირეს - 18-18 ქულით ახლა სამი გუნდი ლიდერობს, რომელთაგანაც ორი გასაგებია ("რეალი", "ბარსელონა"), აი, მესამე კი დიდი მოულოდნელობაა - გალისიური "სელტა".
იშვიათი ესპანური კლუბი
რაფინიას, მესის და ინიესტას გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" ლიდერობა" ნეიმარმა იტვირთა, რომელმაც "ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო "ბარსას" მაისურით", - განაცხადა თამაშის შემდეგ მატჩის გმირმა.
"ელვები" სულაც არ ჰგავდნენ წინასწარ წასაგებად გასულ გუნდს, ანგარიშიც მათ გახსნეს და "ბარსაზე" მეტჯერაც მათ დაარტყეს კარისკენ; რაც ყველაზე მოულოდნელია, ბურთის ფლობის მაჩვენებელიც ამაში სახელგანთქმულ მასპინძლებზე უკეთესი ჰქონდათ.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ყოველი თამაში "რაიოს" წინააღმდეგ ძალიან რთული და ლამაზი გამოდის. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი - ისე რა. ბურთს ხშირად ვკარგავდით და ეს გამოსასწორებელია. კიდევ კარგი, ესპანეთში ბევრი არ არის "რაიოს" მსგავსი გუნდი, რომელსაც ჩვენთვის ბურთის ფლობაში ჯობნა შეუძლია... როგორ აღვწერო ერთი სიტყვით ნეიმარის თამაში? ეს იყო გასაოცარი".
ახალი "ოქროს ბუცისთვის"
მატჩის წინ კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუს" თავისი მეოთხე "ოქროს ბუცი" აჩვენა და მეხუთის მოსაპოვებლად საქმეს შეუდგა - "ლევანტეს" კარში გატანილი სამი ბურთიდან ერთი პორტუგალიელის ანგარიშზეა, ერთ შემთხვევაში კი ის ასისტენტად მოგვევლინა. დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, "მარკამ" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვებულთა გოლკიპერი კეილორ ნავასი დაასახელა 7,5 ბალით. მართლაც, კოსტარიკელმა რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი აშკარა გოლს.
რაფაელ ბენიტესი (რეალი): "როცა სულ ორი გოლი გაქვს ყველა ოფიციალურ მატჩში გაშვებული, ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი მეკარე გყავს. 3:0 მოვიგეთ და თამაშის განმავლობაში იყო ძალიან კარგი ეპიზოდები. ასე რომ, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ხესეს აქვს იმის ტალანტი, რომ ბოძებული შანსები გამოიყენოს, როგორც ეს დღეს გააკეთა".
კიდევ ერთი ცხრიანი
შაბათის სხვა მატჩებში "სევილიამ" ბასკეთში არ წააგო "ეიბართან" (1:1), ეს კი ფრანგი კევინ გამეიროს თავურის დამსახურებაა. მანამდე მასპინძლები ბორხა ბასტონმა ასევე თავურით დააწინაურა."ვალენსიამ" იოლად მოუგო "მალაგას" (3:0), ჯერ შარლესმა ჩაჭრა საჯარიმო დარტყმა საკუთარ კარში, შემდეგ ანდრე გომეშმა დიდებული გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოსკენ "ვალენსიას" კარში მსაჯმა არასწორად დანიშნა პენალტი, თუმცა დუდას დარტყმული ხაუმე დომენეკმა მოიგერია. ამ შეხვედრაში კიდევ ერთი პენალტი იყო, რომელიც პარეხომ გოლად აქცია.
სევილიაში "ესპანიოლს" მარკო ასენსიომ მოაგებინა (3:1), მართალია, ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მან სამი საგოლე გადაცემა მიითვალა და "მარკასგან" ცხრიანი დაიმსახურა.
კერკეტი კაკალი "სელტა"
"ელ მადრიგალზე" ბოლო წუთი მიმდინარეობდა, ფაბიან ორელიანამ საჯარიმოს კუთხიდან შესანიშნავი მოჭრილი დარტყმა შემოგვთავაზა. ეს იქნებოდა დიდებული გოლი, მაგრამ ბურთი ხარიხამ აისხლიტა და იქვე დადარაჯებულ ნოლიტოს მიუვიდა - 2:1. ასე მოიგო "სელტამ" სტუმრად "ვილიარეალთან", რომელმაც პირველი ადგილი დაკარგა. სტუმართა რიგებში სწორედ ორელიანა (8 ბალი) და ნოლიტო (8) გამოირჩეოდნენ, პირველი გოლი ჩილელმა გაიტანა "წყალქვეშა ნავის" კარში.
მასპინძლებმა ორელიანას გოლს შეცვლაზე შესული დენის სუარესის დარტყმით უპასუხეს, თუმცა ბოლო წუთზე ყველაფერი ზემოთ აღწერილმა ეპიზოდმა გადაწყვიტა - "სელტა" ისევ დაუმარცხებელია.
ლიდერთა კვალში
"ანოეტაზე" 11 ყვითელი ბარათი და ორი გაძევება ვიხილეთ, ორივე დევიდ მოიესის გუნდში, რომელიც 0:2 დამარცხდა დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან". მატჩის დასაწყისში ანტუან გრიზმანმა "რეალ სოსიედადი" კონტრშეტევაზე გამოიჭირა, ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო და ისე გახსნა ანგარიში. მატჩის ბოლოს გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - ფერნანდო ტორესის პასით იანიკ ფერეირა-კარასკომ იხეირა. "ატლეტიკო" ლიდერ სამეულს კვალში ჩაუდგა.
"ხეტაფემ" მადრიდში შავი დღე გაუთენა "ლას პალმასს" - 4:0. "დეპორტივო" მატჩის ბოლომდე 0:2-ს აგებდა "ბილბაოსთან", მაგრამ მატჩის გადარჩენა შეძლო - 2:2.
ლა ლიგა. VIII ტური
17 ოქტომბერი
რეალი-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 მარსელო (27), 2:0 რონალდო (30), 3:0 ხესე (81)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, ვარანი, ნაჩო, მარსელო - კროოსი, კაზემირო, კოვაჩიჩი (76. მ. ლორენტე) - ისკო (68. ხესე), რონალდო, ბეილი (46. ლ. ვასკესი)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი, სიმაო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო - კასადესუსი, ხოსე მარი (61. ლერმა), კამარასა - როხერი (52. ღილასი), დეივერსონი (74. დეივერსონი)
გაფრთხილება: კოვაჩიჩი - ფედალი, მორალესი, დეივერსონი, ხოსე მარი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 20-15 (6-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 74 779
ეიბარი-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ბასტონი (7), 1:1 გამეირო (71)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი (57. პანტიჩი), ხუნკა - ესკალანტე, დ. გარსია - ბერხონი (59. კეკო), ა. გონსალესი (82. ენრიჩი), ინუი - ბასტონი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, რამი, კოლკოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი (67. ბანეგა), კრიხოვიაკი - ხ. რეიესი (55. კონოპლიანკა), იბორა, ვიტოლო - გამეირო (84. იმობილე)
გაფრთხილება: ხუნკა, გარსია - ნ'ზონზი, იმობილე, კოკე
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-15 (4-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 5 568
ბარსელონა-ვალეკანო 5:2
გოლები: 0:1გერა (14), 1:1 ნეიმარი (22-პენ), 2:1 ნეიმარი (32-პენ), 3:1 ნეიმარი (69), 4:1 ნეიმარი (70), 5:1 ლ. სუარესი (76), 5:2 ხოსაბედი (86)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში (77. დუგლასი), პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (75. გუმბაუ), ს. რობერტო - ს. რამირესი (55. ელ ჰადადი), ლ. სუარესი, ნეიმარი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ნაჩო (46. დორადო), დ. ლორენტე, ზე კაშტრო, რაცი - ტრაშორასი, ხოსაბედი - ლ. ბანგურა, ებერტი, ბებე (70. ემბარბა) - გერა
გაფრთხილება: პიკე - ლორენტე, დორადო
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 14-22 (9-8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 75 472
ვალენსია-მალაგა 3:0
გოლები: 1:0 შარლესი (19 ს. კ.), 2:0 ანდრე გომეში (33), 3:0 პარეხო (88-პენ)
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, სანტოსი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში (80. დანილო) - მინა (72. ფეგული), პ. ალკასერი, პიატი (64. ბაკალი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი (31. ალბენტოსა), ველიგტონი, მ. ტორესი - ნაჩო კამაჩო, ფორნალსი - ორტა (46. კოპი), დუდა, ხუან კარლოსი (65. ტიგადუინი) - შარლესი
გაფრთხილება: ფუეგო, მინა, პარეხო - ანხელერი, როსალესი, ალბენტოსა
შენიშვნა: დუდამ ვერ გაიტანა პენალტი (39)
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 6-10 (3-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 35 756
ბეტისი-ესპანიოლი 1:3
გოლები: 0:1 როკო (4), 0:2 კაისედო (51), 0:3 ვ. სანჩესი (55), 1:3 რენელა (89)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - პიცინი, ბრუნო, ვესტერმანი, ვარელა - ნ'დიაი, პეტროში (53. ვან ვოლფსვინკელი) - სეხუდო (46. სებალიოსი), პორტილიო (68. რენელა), ხოაკინი - რ. კასტრო
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი, როკო, ფუენტესი - ვ. სანჩესი (86. სევილია), კანიასი - ე. პერესი (71. მონტანიესი), ასენსიო (81. ხ. ლოპესი), ვ. ალვარესი - კაისედო
გაფრთხილება: სებალიოსი, პორტილიო - პერესი, არბილია, კაისედო, სანჩესი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 21-13 (6-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 31 652
18 ოქტომბერი
ვილიარეალი-სელტა 1:2
გოლები: 0:1 ორელიანა (41), 1:1 დ. სუარესი (67), 1:2 ნოლიტო (90)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - სამუელი (50. დ. სუარესი), ტრიგეროსი, პინა, ნ. ლეივა (50. რუკავინა) - ლეო ბაპტიშტაო (58. ბაკამბუ), სოლდადო
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი (85. რადოია), ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი (72. ბონგონდა) - ორელიანა, ასპასი (80. გუიდეტი), ნოლიტო
გაფრთხილება: ბაილი, სოლდადო - ფერნანდესი, გომესი, ვასი
გაძევება: ბაილი (47)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-11 (3-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 219
სოსიედადი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (9), 0:2 ფერეირა-კარასკო (91)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა (84. პარდო), ილიარამენდი - ველა, კანალესი (73. ბრუმა), ზურუტუზა (84. ჟონათასი) - აგირეჩე
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (62. ფერეირა-კარასკო), გაბი, ტიაგო, კოკე - გრიზმანი (87. ს. ნიგესი), ჯ. მარტინესი (64. ფ. ტორესი)
გაფრთხილება: ბერგარა, დე ლა ბელია, რეიესი, რული, პარდო, ჟონათასი - ხიმენესი, კორეა, გოდინი, ფილიპე ლუიში, გაბი
გაძევება: რეიესი (89), ჟონათასი (92)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-6 (2-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 25 644
ხეტაფე-ლას პალმასი 4:0
გოლები: 1:0 ვ. როდრიგესი (3), 2:0 სარაბია (11), 3:0 შჩეპოვიჩი (86), 4:0 შჩეპოვიჩი (93)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - პედრო ლეონი (70. მ. გომესი), სარაბია (85. ე. ბუენდია), ვ. როდრიგესი - ა. ვასკესი (78. შჩეპოვიჩი)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - სიმონი, აიტამი, ბიგასი, გარიდო - კულიო, ვაკასო (46. ვილიამ ჟოზე) - ნ. ალემანი (68. ვალერონი), როკე, ვიერა - არაუხო (61. ელ ჟარი)
გაფრთხილება: ვერხინი, სარაბია - ვაკასო
გაძევება: კულიო (80)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-16 (7-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 5 875
დეპორტივო-ბილბაო 2:2
გოლები: 0:1 ვილიამსი (30), 0:2 ადურისი (63), 1:2 ლ. პერესი (80), 2:2 არიბასი (89)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ფაირი, ხ. დომინგესი (56. ბორხესი), მოსკერა, კანი (61. რიერა) - ლუის ალბერტო (71. კარტაბია), ლ. პერესი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა (80. ლეკუე), რაულ გარსია (83. ერასო), ვილიამსი (76. საბინი) - ადურისი
გაფრთხილება: პერესი, სიდნეი - ლაპორტი, ბენიატი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-7 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 239
19 ოქტომბერი
სპორტინგი-გრანადა 22:30
ბომბარდირები: 8 - ნეიმარი (ბარსელონა); 6 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), დურან ნოლიტო (სელტა); 5 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ბორხა ბასტონი (ეიბარი), არიც ადურისი (ბილბაო), ლუკას პერესი (დეპორტივო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"