Sport.es: ესეკიელ ლავესი მომავალ ზაფხულს "ბარსელონაში" გადავა

AutoSharing Option
Sport.es-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ესეკიელ ლავესი მომავალ ზაფხულს "ბარსელონაში" გადავა.

როგორც ირკვევა, არგენტინელის აგენტმა ყველა საკითხი რამდენიმე დღის წინ მოაგვარა. 30 წლის თავდამსხმელი ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს ახლო მეგობარია, რამაც განაპირობა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. "ბარსელონაში" ლავესი წელიწადში 4 მლნ ევროს მიიღებს.

ესეკიელ ლავესი პსჟ-ში "ნაპოლიდან" 2012 წელს გადავიდა. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 188 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. არგენტინელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული