ლა ლიგა. IX ტურის წინ: სამი ლიდერით და ორი ცენტრით

AutoSharing Option
ესპანურ ლა ლიგაში სამხელისუფლებიანობაა - "რეალს", "ბარსელონას" და "სელტას" 18-18 ქულა აქვთ. ამ ტურში ერთმანეთს სწორედ "სელტა" და "რეალი" ხვდებიან, ტურის ცენტრალური შეხვედრაც ეს არის, მაგრამ ნაკლებ ინტერესს არც მადრიდული მატჩი იწვევს - "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" "ვალენსია" სტუმრობს.

ბეჭდაუდებლები
"ბალაიდოსს" "სამეფო კლუბი" სტუმრობს. ეს კარგი შანსია "ბარსელონასთვის", ლიდერთა სამეულიდან წინ გაიჭრას, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "სელტა" და "რეალი" ერთმანეთს ქულებს დააკარგვინებენ.

რაფა ბენიტესის გუნდი ტურს შესანიშნავ ხასიათზე, მაგრამ საკადრო პრობლემებით ხვდება. "რეალმა" პარიზში 0:0 ითამაშა პსჟ-სთან, თან, თამაშითაც აჯობა მეტოქეს.
უკვე სამი წელიწადია, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ აგებს. 18 თამაშიდან გუნდმა 14 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო კლუბს" ყველაფერი წესრიგში აქვს, ისევე, როგორც შინაურ ასპარეზზე. ერთია, ბენიტესი ტრავმებმა გააწამა, გუნდი ვერც გალისიაში ითამაშებს ოპტიმალური შემადგენლობით.

მიუხედავად კარგი შედეგებისა, ბენიტესს მაინც აკრიტიკებენ, თითქოს, მისი გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ამაზე კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, სეზონის ბოლოს ვნახოთ, თამაშობს თუ არა გუნდი დაცვით ფეხბურთსო.

სხვათა შორის, "სელტა" და "რეალი" პრიმერაში შემორჩენილი დაუმარცხებელი გუნდები არიან, დანარჩენებმა უკვე იგრძნეს მარცხის სიმწარე ამ სეზონში.

ინიესტა ბრუნდება
ბარსელონაში ახლა განხილვის თემა ერთ-ერთი ესპანელი ადვოკატის განაცხადია, რომლის ინფორმაციითაც, ელ კლასიკოს სავარაუდო მსაჯზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მან ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი "რეალის" სასარგებლოდ განსაჯოს.

მანამდე კი "ბარსელონას" "ეიბართან" საშინაო მატჩი აქვს. კარგი ამბავი ლუის ენრიკესთვის - ანდრეს ინიესტა გამოჯანმრთელდა და შესაძლოა, ითამაშოს. ცუდი ამბავი მისთვისვე - სერხი რობერტო ტრავმის გამო 7-10 დღეს გამოტოვებს. ლიონელ მესი ბასკების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ისევე, როგორც სეზონის ბოლომდე გამოკლებული რაფაელ ალკანტარა.

მადრიდული ჯახი ლიგის მერე
"ვისენტე კალდერონზე" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ნუნუ ესპირიტუ სანტუს "ვალენსიას" მასპინძლობს. ორივე გუნდმა პირნათლად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე - "ატლეტიკომ" "ცალი ფეხით" აჯობა ყაზახურ "ასტანას" (4:0), ხოლო "ვალენსიას" "მესტალიაზე" ბელგიურ "გენტთან" ძალიან გაუჭირდა (2:1) და რომ არა ხაუმე დომენეკის ფანტასტიკური რეაქცია მატჩის მიწურულს, შესაძლო იყო, ბელგიელებს ესპანეთიდან მნიშვნელოვანი ქულა წაეღოთ.

"ატლეტიკოს" ცენტრფორვარდმა ჯექსონ მარტინესმა, როგორც იქნა, გაიტანა და ამბობს, რომ ამის შემდეგ ყველაფერი გაცილებით უფრო იოლად წარიმართება მისთვის. აი, "ვალენსიას" ცენტრფორვარდი ალვარო ნეგრედო კი ჩრდილში მოექცა, მან მწვრთნელის ნდობა დაკარგა.

ლა ლიგა. IX ტური
პარასკევი. 23 ოქტომბერი
ვალეკანო-ესპანიოლი 22:30
დისკვალიფიკაცია: ამაია -
ტრავმა: კობენიო, პაბლო - ჟორდანი, მორენო
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +2=5-9, (18-37)

შაბათი. 24 ოქტომბერი
სელტა-რეალი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დრაჯიჩი (?), ბლანკო (?), ფონტასი (?) - ბეილი, კარვახალი, პეპე, კოვაჩიჩი (?), ბენზემა, როდრიგესი, არბელოა (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=2-13, (27-37)

გრანადა-ბეტისი 20:15
დისკვალიფიკაცია: ლოპესი, დორია -
ტრავმა: - ვარგასი, მოლინა (?), მატეუსი (?), ვესტერმანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=1-2, (6-8)

სევილია-ხეტაფე 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეტო, კარიშო, პარეხა - ლაფიტა, მენსა (?), მედრანი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=4-10, (30-26)

მალაგა-დეპორტივო 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრუსი (?), ამრაბატი, ფერეირა, ფერეირა, ანხელერი, ხუანპი - რიერა (?), პაბლო (?), ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +3=9-12, (16-34)

კვირა. 25 ოქტომბერი
ლევანტე-სოსიედადი 15:00
დისკვალიფიკაცია: - ჟონათასი, რეიესი, დე ლა ბელია
ტრავმა: ტრუხილიო, ლოპესი - ნავასი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=6-2, (18-14)

ლას პალმასი-ვილიარეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: კულიო, ვაკასო - ბაილი
ტრავმა: ალკარასი, კასტელიანო, ლოპესი - ბაპტიშტაო (?), ასენხო, მუსაჩიო (?), სორიანო (?), ადრიანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=0-3, (5-11)

ბარსელონა-ეიბარი 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფინია, მესი, ინიესტა (?), ს. რობერტო - ხიმენესი, რამისი, გონსალესი, ლუნა
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +2=0-0, (5-0)

ატლეტიკო-ვალენსია 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიეტო - აბდენური (?), რაიანი, ალვეში
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +7=9-14, (27-40)

ორშაბათი. 26 ოქტომბერი
ბილბაო-სპორტინგი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იტურასპე (?), რიკო - სანაბრია, კუელიარი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=7-7, (27-21)

ბომბარდირები: 8 - ნეიმარი (ბარსელონა); 6 - ქარიმ ბენზემა (რეალი), დურან ნოლიტო (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - არიც ადურისი (ბილბაო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ბორხა ბასტონი (ეიბარი), ლუკას პერესი (დეპორტივო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალი თამაშობს დაცვით ფეხბურთს წელს, და რაც არ უნდა უარყონ მადრიდელებმა ეს თითქმის ყოველ თამაშში სჩანს...განსაკუთრებით პსჟ-სთან გამოჩნდა...
zura kiknavelidze
19:58 23-10-2015
0

სიახლეები პოპულარული