ლა ლიგა. IX ტური: Anims Johan [VIDEO]

AutoSharing Option
* "სელტას" დამარცხების შემდეგ ლა ლიგაში წაუგებელი მხოლოდ "რეალი" დარჩა.

* ბრაზილიელმა მცველმა დანილომ "სამეფო კლუბის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

* ლა ლიგის ისტორიაში პირველად, ერთი გუნდის სამმა ფეხბურთელმა გაიტანა ჩემპიონატის მატჩში პენალტი - ეს "სევილიას" ტრიომ მოახერხა.

ლიდერთა ტრიოს "სელტა" ჩამოშორდა და დარჩა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო - წინ მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" არიან...

საოცარი ელვები
პაკო ხემესის გუნდი რომ არავისთვის იქნება იოლი ნადავლი, ბარსელონაშიც გამოჩნდა და ეს მიუხედავად 2:5 მარცხისა. "კამპ ნოუზე" "ელვებმა" "ბარსელონას" ბურთის ფლობაში აჯობეს, რაც თითქმის
წარმოუდგენელი რამ არის.

მართალია, "რაიო ვალეკანო" ვერ მოერია კატალონიურ გრანდს, მაგრამ ჯავრი მეორე ბარსელონურ კლუბ "ესპანიოლზე" იყარა - 3:0. "ელვების" 33 წლის ფორვარდმა ხავი გერამ ახალგაზრდობა გაიხსენა, სტუმართა კარში დუბლი გაახერხა და სეზონში გოლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა.

"მარკამ" მისი თამაში 8 ბალით შეაფასა, ისევე, როგორც რუმინელი მცველის - რაზვან რაცის. კიდევ ამ თამაშში საინტერესო ორი პენალტი (ერთი გაცუდებული) და ორი გაძევება იყო...

რომ არა ნავასი
"რომ არა კეილორ ნავასის უშეცდომო თამაში, ჩვენ 4-5 გოლის გატანა შეგვეძლო "რეალის" კარში", - ხელებს ასავსავებდა გაოცებული ედუარდო ბერიცო. "სელტას" თავკაცი მართალი გახლდათ - კოსტარიკელმა მეკარემ მართლაც კარგად ითამაშა და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ "სელტამ" სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

თუმცა "ბალაიდოსზე" პირველი ტაიმი "რეალის" უპირატესობით წარიმართა, რაც რონალდოსა და დანილოს გოლებშიც აისახა. კრიშტიანომ სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. კაბრალის გაძევების შემდეგ, თითქოს, "რეალს" უნდა გაიოლებოდა საქმე, მაგრამ დიდებულად მოთამაშე ნოლიტომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

"სამეფო კლუბის" ფანებმა შვებით მხოლოდ 95-ე წუთზე ამოისუნთქეს, როცა დენის ჩერიშევმა მარსელოს გაატანინა - 1:3. "მარკას" რჩეულები: ნოლიტო, ნავასი და მარსელო (7,5 ბალი).

რაფა ბენიტესი (რეალი): "ძალიან რთულ მინდორზე მოვიგეთ და ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი შანსი გვქონდა და ბოლოს მხოლოდ იმიტომ გაგვიჭირდა, რომ მესამე გოლი დროულად ვერ გავიტანეთ. სცენარი თითქმის იგივე იყო, როგორც პარიზულ თამაშში. "სელტას" წყალობით, ეს თამაში ძალიან ლამაზი სანახავი იყო, რადგან მომენტები ორივე კართან შეიქმნა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯავრი "ხეტაფეზე" იყარეს
"სევილიამ" სეზონის ცუდი სტარტის მთელი ჯავრი "ხეტაფეზე" იყარა - 5:0 მოუგო შეხვედრაში, სადაც სამი პენალტი სამმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ფრანგი კევინ გამეირო ჰეთ თრიკით გამოირჩა, ხოლო მადრიდული კლუბი მცველმა ვიგარაიმ დააღალატა.

მხოლოდ ერთი გოლი, ისიც პენალტით გაიტანა ევერ ბანეგამ, მაგრამ არგენტინელი "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა 8,5 ბალით. გამეირომ და უკრაინელმა იევჰენ კონოპლიანკამ 8-8 ბალი დაიმსახურეს.

ანდალუსიური დერბი და გოლი ფანტომი
შაბათს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა - "ლოს კარმენესზე" ანდალუსიური დერბი ფრედ მორჩა. "გრანადა" სჯობდა "ბეტისს" თავიდან და მცველ ვესტერმანის შეცდომით მასპინძლები ასევე მცველმა, ფულკიემ დააწინაურა, მაგრამ რუბენ კასტრომ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ამავე ტაიმში გოლად აქცია.

ყველაფერი საინტერესო პირველ ტაიმში მოხდა, მაინცის დარტყმული რენელამ კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ გამოიტანა კი წესების დაცვით? გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთმა ჰაერში გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ ეს მსაჯმა ვერ შენიშნა - 1:1.

მეორე მატჩიც ანდალუსიაში იყო - "ლა როსალედაზე" "მალაგამ" 2:0 აჯობა "დეპორტივოს", რომელსაც აქამდე სტუმრად არ წაეგო. პირველი გოლი საჯარიმოდან ადნან ტიღადოუინიმ გაიტანა - სწორედ ასე წარმოითქმის სწორად "ვიტესის" აღზრდილი არაბი ნახევარმცველის გვარი ქართულად. მაროკოელის გოლს ხუან კარლოსის გასროლა მოჰყვა, რომელსაც წლებია, გოლი არ გაიტანია.

მოიესის მეორე
დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადმა" მეორედ მოიგო ჩემპიონატში და ისევ სტუმრად - ვალენსიაში "ლევანტე" 4:0 გაანადგურა. მექსიკელმა კარლოს ველამ დუბლი შეასრულა, ხოლო იმანოლ აგირეჩემ თავურით ჩემპიონატში მეექვსე გოლი გაიტანა, ერთიც ექსრეალელი ასიერ ილიარამენდის ანგარიშზეა.

კანარის კუნძულებზე კი ძალზე მოსაწყენი მატჩი ვიხილეთ, გულშემატკივრებს ლამის ტრიბუნებზე ჩამოეძინათ - "ლას პალმასი" და "ვილიარეალი" ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.

სხვადასხვა ფრონტზე
"ბარსელონა" ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და მხოლოდ სპორტულ "ფრონტებს" არ ვგულისხმობთ: კლუბი ედავება უეფას კატალონიის დროშების გამო ჯარიმისთვის, ფიფას - ტრანსფერების აკრძალვისთვის, ფანების ნაწილს სპონსორი "ყატარ აირვეისის" გამო და ა.შ.

გუნდს მინდორზეც უჭირს, ამის მიზეზი კი უთუოდ, ლეო მესის არყოფნაა; ვერც ანდრეს ინიესტა გამოჯანმრთელდა "ეიბართან" თამაშისთვის, რომლის დაწყების წინ ფეხბურთელებმა სპეციალური წარწერებით გაამხნევეს გუნდის ლეგენდა იოჰან კრუიფი, ვისაც სიმსივნე დაუდგინდა.

"ეიბარი" ბორხა ბასტონის გოლით იგებდა კიდევაც, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ლუის სუარესმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

IX ტური
23 ოქტომბერი
ვალეკანო-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 ტრაშორასი (36-პენ), 2:0 გერა (75), 3:0 გერა (78)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, დ. ლორენტე, ზე კაშტრო, რაცი - ბაენა, ტრაშორასი - ლ. ბანგურა (52. ბებე), ხოსაბედი, ებერტი (56. ემბარბა) - გერა (81. მანუშო)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი, როკო, ფუენტესი - ვ. სანჩესი, კანიასი - ე. პერესი (64. ბურგუი), ასენსიო, ვ. ალვარესი (64. მონტანიესი) - კაისედო (76. სილა)
გაფრთხილება: ზე კაშტრო, ებერტი, ტიტო - როკო, სანჩესი
გაძევება: სანჩესი (66), ტიტო (92)
შენიშვნა: ბურგუიმ ვერ გაიტანა პენალტი (93)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-8 (7-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 10 480

24 ოქტომბერი
სელტა-რეალი 1:3
გოლები: 0:1 რონალდო (8), 0:2 დანილო (23), 1:2 ნოლიტო (85), 1:3 მარსელო (95)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი (66. რადოია), ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი (80. პლანასი) - ორელიანა (81. გუიდეტი), ასპასი, ნოლიტო
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (79. ნაჩო), კაზემირო, კროოსი - ლ. ვასკესი (61. ისკო), რონალდო, ხესე (69. ჩერიშევი)
გაფრთხილება: კაბრალი, ერნანდესი, ასპასი, ფერნანდესი, ნოლიტო - ვასკესი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-14 (7-8); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 494

გრანადა-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 ფულკიე (2), 1:1 რ. კასტრო (39-პენ)
გრანადა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ლომბანი, მაინცი, ბირაგი - რ. პერესი (76. ნ. ლოპესი), კრჰინი, მარკესი - საქსესი (80. ტიევი), ელ-არაბი, პიტი (53. როჩინა)
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი (57. პეცელა), ვარელა - ხოაკინი (81. დიგარი), ნ'დიაი, პეტროში, პორტილიო - რენელა (53. სებალიოსი), რ. კასტრო
გაფრთხილება: მარკესი, პერესი, ბირაგი - ვარელა, პორტილიო, დიგარი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-7 (7-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 18 293

სევილია-ხეტაფე 5:0
გოლები: 1:0 გამეირო (35), 2:0 გამეირო (45), 3:0 ბანეგა (50-პენ), გამეირო (60-პენ), კონოპლიანკა (81-პენ)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფერეირა, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - იბორა (60. ნ'ზონზი), კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა (64. კრონ-დელი), კონოპლიანკა - გამეირო (70. ფ. ლორენტე)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ვერხინი, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - პედრო ლეონი (55. ვანდერსონი), სარაბია (55. ემი), ვ. როდრიგესი (61. დ. სუარესი) - შჩეპოვიჩი
გაფრთხილება: იბორა - ვიგარაი, ხ. როდრიგესი
გაძევება: ვიგარაი (59)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 22-6 (13-0); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 34 595

მალაგა-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 ტიღადოუინი (62), 2:0 ხუან კარლოსი (85)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, ბოკა - რესიო (77. ფორნალსი), ტისონე - დუდა (64. ესპინიო), ტიღადოუინი (82. ორტა), ხუან კარლოსი - შარლესი
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი (72. კანი), არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ფაირი, ბორხესი, მოსკერა, კარტაბია (57. ლუის ალბერტო) - რიერა (57. ლაურე), ლ. პერესი
გაფრთხილება: - მოსკერა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9-10 (4-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 664

25 ოქტომბერი
ლევანტე-სოსიედადი 0:4
გოლები: 0:1 ველა (8), 0:2 აგირეჩე (35), 0:3 ილიარამენდი (81), 0:4 ველა (84)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი, სიმაო, ფედალი, ხუანფრანი (46. ღილასი), ტონიო - ხოსე მარი (46. ვერსა), კამარასა, ლერმა (61. რუბენ გარსია) - დეივერონი, როხერი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ბერჩიჩე - ილიარამენდი, ბერგარა - ველა (84. ოიარსაბალი), ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (82. კანალესი) - აგირეჩე (74. გ. კასტრო)
გაფრთხილება: დეივერსონი, ფედალი, ლერმა, როხერი - გონსალესი, ბერგარა, ბერჩიჩე
გაძევება: დეივერსონი (90)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 24-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-13 (3-6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 14 270

ლას პალმასი-ვილიარეალი 0:0
ლას პალმასი (4-4-2): ვარასი - სიმონი, აიტამი, ბიგასი, გარიდო - ელ ჟარი (78. ნ. ალემანი), როკე, ვისენტე (71. ერნანი), ვიერა - ტანა (86. ვილიან ჟოზე), არაუხო
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბონერა (82. რუკავინა), რუისი, ხ. კოსტა - ნ. ლეივა (66. სამუელი), ჯ. დოს სანტოსი, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - ბაკამბუ (58. სოლდადო), დ. სუარესი
გაფრთხილება: ბიგასი - სამუელი, რუკავინა
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 6-5 (2-0); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 18 517

ბარსელონა-ეიბარი 3:1
გოლები: 0:1 ბასტონი (10), 1:1 ლ. სუარესი (21), 2:1 ლ. სუარესი (48), 3:1 ლ. სუარესი (85)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, ბარტრა (56. მატიო), ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, ბუსკეტსი - ს. რამირესი (56. ელ ჰადადი), ლ. სუარესი, ნეიმარი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - ესკალანტე, დ. გარსია (46. ისრაფილოვი) - კეკო, ვერდი (54. ენრიჩი), ინუი (79. ბერხონი) - ბასტონი
გაფრთხილება: რაკიტიჩი, პიკე, ნეიმარი - ესკალანტე, ჟუნკა, პანტიჩი, კაპა, ისრაფილოვი
გაძევება: მასკერანო (83)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-7 (5-5); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 78 228

ატლეტიკო-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ჯ. მარტინესი (32), 2:0 ფერეირა-კარასკო (40), 2:1 პ. ალკასერი (72-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (69. ო. ტორესი), გაბი, ტიაგო, კოკე - ჯ. მარტინესი (59. ფ. ტორესი), გრიზმანი (82. ა. კორეა)
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, სანტოსი, გაია - პარეხო (55. ბაკალი), ე. პერესი (80. პიატი), ბარბოზა - მინა, როდრიგო (23. პ. ალკასერი), ანდრე გომეში
გაფრთხილება: ფერეირა, ხუანფრანი, კორეა, გაბი - მუსტაფი, პარეხო, პერესი, გომეში
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 25-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-6 (8-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 54 900

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

26 ოქტომბერი
ბილბაო-სპორტინგი 23:30

ბომბარდირები: 8 - ნეიმარი (ბარსელონა); 7 - დურან ნოლიტო (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 6 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ხავი გერა (რაიო ვალეკანო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ბორხა ბასტონი (ეიბარი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული