"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მასტრე ამბობს, რომ კლუბი აუცილებლად გაასაჩივრებს ამ წითელ ბარათს. საქმე ისაა, რომ მსაჯმა კარლოს დელ სერო გრანდემ ახსნა-განმარტებით ბარათში ჩაწერა ის, რაც არგენტინელს არ უთქვამს:
"ჩვენ ყველანაირი მორალური უფლება გვაქვს, გვერდში დავუდგეთ ფეხბურთელს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს არ იყო შეურაცხყოფა, ეს იყო გაბრაზებული კაცის გამონათქვამი; მეორეც, მსაჯმა სულ სხვა რამ ჩაწერა ბარათში, ის,
გახსოვთ, ალბათ, სეზონის დასაწყისში "ბარსელონამ" ჟერარდ პიკეს დისკვალიფიკაციაც გააპროტესტა, მაგრამ ვერაფერს გახდა, მაგრამ ამჯერად, კატალონიელებს ზურგს აუდიო და ვიდეომტკიცებულებები უმაგრებს, რაც პიკეს შემთხვევაში, მათ არ ჰქონდათ.
ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, 2013 წელს დამიან სუარესი 2 მატჩით დასაჯეს, მაშინ ის "ელჩეს" ფეხბურთელი იყო. სუარესმა რეფერის დედა შეაგინა. თუკი მასკერანოსაც ასევე დასჯიან, ის ელ კლასიკოზე თამაშს შეძლებს.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა აღნიშნა, რომ ელ კლასიკოს მასკერანოს გარეშე დატოვება ძალიან დასანანი იქნება, ხოლო სერხიო ბუსკეტსმა აღნიშნა, რომ მასკერანო საერთოდ არ იმსახურებს დისკვალიფიკაციას, რატომ გავხდით ასეთი სენსიტიურებიო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"