"ბარსელონა" ლიონელ მესის ახალ კონტრაქტს უმზადებს, გაზრდილი ხელფასით

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის არგენტინელ თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport-ი იუწყება.

კატალონიური კლუბი ამ საკითხში არ ჩქარობს, თუმცა მოთამაშისთვის ახალ შეთანხმებაზე უკვე მუშაობს, რომელშიც უკეთესი ფინანსური პირობები იქნება გათვალისწინებული.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს, არგენტინელმა ვარსკვლავმა კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულოს. იგივე სურს თავად ფეხბურთელსაც. ცნობისთვის, მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება ესპანურ გრანდთან 2018 წლამდეა ძალაში და ახლა ფეხბურთელი წელიწადში ხელფასად 20 მლნ ევროს, პლუს, 4-5 მლნ ევროს ოდენობის პრემიას, გუნდის წარმატების შესაბამისად იღებს.

რაც შეეხება სატრანსფერო კომპენსაციას, დღეს
მისი შეძენის მსურველმა 250 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი შეუფასებელია...
ზ უ რ ა
18:58 28-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული