ნეიმარგეიტი: ბარტომეუს 2, ხოლო როსელს 7 წლით ციხე ემუქრება

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ - აუდენსია ნასიონალმა ძიებას მწვანე შუქი აუნთო ნეიმარის საქმეზე, რომელიც "ბარსას" შესაძლოა, ნეიმარგეიტად ექცეს...

საქმე აღძრულია ნეიმარის ცნობილი და სკანდალური ტრანსფერის თაობაზე "სანტოსიდან" "ბარსელონაში". კორუფცია და გადასახადების დამალვის მცდელობა ედებათ ბრალად "ბარსას" პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს, მის წინამორბედ სანდრო როსელს, თავად ნეიმარს, მამამისს და კიდევ რამდენიმე პირს.

საქმე აღიძრა ბრაზილიური ფონდის, DIS-ის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ნეიმარის ტრანსფერის უფლებებიდან წილს ფლობდა. ეს ფონდი მოტყუებული დარჩა, ნეიმარი გაცილებით ძვირად შეიძინა "ბარსელონამ", ვიდრე გაცხადდა.

ცხადია, ფონდმა წილი ოფიციალური სატრანსფერო
თანხიდან მიიღო.

საქმეს ბარსელონაში განიხილავენ და თუ როსელს და ბარტომეუს დანაშაული დაუმტკიცდებათ, პირველს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება, მეორეს კი - შვიდით.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2013 წელს გადავიდა ბრაზილიური "სანტოსიდან" "ბარსელონაში" და მას მერე კატალონიური გრანდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალურად ნეიმარის ტრანსფერი 57,1 მილიონი ევრო დაჯდა.

თუმცა კიდევ 40 მილიონი ევრო, ეჭვი აქვთ, რომ "ბარსამ" იმ კომპანიას გადაურიცხა, რომელიც ნეიმარის ოჯახთან ასოცირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული