წყაროს ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს არ სურს, ფეხის ტრავმის შემდეგ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გარისკოს და ითამაშოს, თუნდაც ეს "ელ კლასიკო" იყოს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბში კმაყოფილნი იყვნენ მესის გამოჯანმრთელების ტემპით და კლუბშიც იმედოვნებდნენ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი 21 ნოემბერს, მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ პრინციპულ შეხვედრაში მოედანზე გასვლას შეძლებდა.