ლიონელ მესი არ რისკავს და სავარაუდოდ, "კლასიკოში" არ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩს მადრიდის "რეალთან". ამის შესახებ El Confidencial-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს არ სურს, ფეხის ტრავმის შემდეგ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გარისკოს და ითამაშოს, თუნდაც ეს "ელ კლასიკო" იყოს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბში კმაყოფილნი იყვნენ მესის გამოჯანმრთელების ტემპით და კლუბშიც იმედოვნებდნენ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი 21 ნოემბერს, მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ პრინციპულ შეხვედრაში მოედანზე გასვლას შეძლებდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
განადგურება ცოტა ხმამაღალი სიტყვაა იმის გათვალისწინებით, რა გუნდებთან დაკარგა რეალმა წელს ქულები. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ მესის გარეშე დარჩენილი ბირთვი უფრო და უფრო უმატებს ხარისხს, რაც ჩანს ბოლო თამაშებში. სულ მესი არ ეყოლება ბარსას, ასე რომ მესის გარეშე თამაში ძალიან კარგად ააწყეს. მოგების იმედი მეც არ მაქვს, მაგრამ ქულის წამოღება რეალურად მიმაჩნია და მგონია, რომ ეგრეც მოხდება.
CULE
22:27 01-11-2015
0
ეს თუ სიმართლეა, ბარსა განადგურდება კლასიკოში
ზ უ რ ა
19:46 29-10-2015
0

სიახლეები პოპულარული