ხავიერ მასკერანომ სასამართლოში გადასახადების დამალვა აღიარა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ აღიარა, რომ გადასახადებს მალავდა, - იუწყება გამოცემა Marca.

არგენტინელმა ფეხბურთელმა სასამართლოში აღიარა, რომ სახელმწიფოსთვის დაახლოებით 1.5 მლნ ევრო არ გადაუხდია.

მასკერანომ მისი სახელის გამოყენებიდან მიღებული თანხიდან გადასახადები დამალა. მასკერანოს სახელს აშშ-სა და პორტუგალიაში მყოფი კომპანიები იყენებდნენ.

2011 წელს მასკერანომ 587 822 ევრო დამალა, ხოლო 2012 წელს - 968 907 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა უკვე გადაიხადა აღნიშნული თანხა თავისი პროცენტებით (200 000 ევრო), თუმცა სასამართლო განხილვას მაინც ვერ გადაურჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული