არგენტინელმა ფეხბურთელმა სასამართლოში აღიარა, რომ სახელმწიფოსთვის დაახლოებით 1.5 მლნ ევრო არ გადაუხდია.
მასკერანომ მისი სახელის გამოყენებიდან მიღებული თანხიდან გადასახადები დამალა. მასკერანოს სახელს აშშ-სა და პორტუგალიაში მყოფი კომპანიები იყენებდნენ.
2011 წელს მასკერანომ 587 822 ევრო დამალა, ხოლო 2012 წელს - 968 907 ევრო.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა უკვე გადაიხადა აღნიშნული თანხა თავისი პროცენტებით (200 000 ევრო), თუმცა სასამართლო განხილვას მაინც ვერ გადაურჩა.