ლუის ენრიკე: მე ჩემპიონობა მაინტერესებს და არა "ელ კლასიკო"

AutoSharing Option
ხვალ, 31 ოქტომბერს, კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩში "ხეტაფეს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ "ბარსელონას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენი ვარაუდით ფრან ესკრიბას გუნდი კარგად ითამაშებს დაცვაში, მაგრამ არანაკლებ კარგი შემსრულებლები ჰყავთ მათ შეტევაშიც. ეს კარგი ტესტი იქნება ჩვენთვის.

ინიესტა და სერხი რობერტო მატჩის განაცხადში არიან შეყვანილნი, თუმცა 100%-ით არცერთი არაა მზად. მათ მდგომარეობას მოგვიანებით შევაფასებთ.

ვიცი, რომ ადრიანოს გუნდში დარჩენა სურს. ის ძლიერი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია.

მე ჩემპიონობა მაინტერესებს და არა "ელ კლასიკო". მეტოქეს სიძლიერითა და
სისუსტით არ ვაფასებთ - ყველასთან 3 ქულა გვსურს. მთავარი მიზანი კი წლის ბოლოს ქვეყნის ჩემპიონობაა. გულშემატკივრისთვის ეს კარგი თამაში იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი", - თქვა ლუის ენრიკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული