რამონ კალდერონი: პერესს მოურინიოს "რეალში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტის, რამონ კალდერონის განცხადებით, შესაძლოა მადრიდელები ყოფილი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დაბრუნებით იყვნენ დაინტერესებულები.

"თუ მოურინიო "ჩელსიდან" წავა, მის დაბრუნებას "რეალი" მოისურვებს. წინა ზაფხულს "რეალი" უკვე ცდილობდა მის დაბრუნებას, მაგრამ ჟოზე "ჩელსიში" დარჩა. "რეალი" ლიოვს, კლოპს, მოურინიოს და ბენიტესს უკავშირდებოდა.

თუ ბენიტესს არაფერი გამოუვა, "ჩელსი" კი მოურინიოს დაემშვიდობება, პერესი მის "რეალში" დაბრუნებას შეეცდება.

ამასთანავე "რეალი" აზარით ინტერესდება. როგორც ვიცი, აზარს კატეგორიული უარი არ უთქვამს მადრიდელებისთვის. დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება", - თქვა კალდერონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული