ამის შესახებ ცნობილმა ესპანელმა ექიმმა ხოსე გონსალესმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.
მისი თქმით, ტრავმა, რომელიც მარსელომ პსჟ-სთან მატჩში მიიღო, სერიოზულია და ბრაზილიელი, სავარაუდოდ, ლა ლიგის მე-12 ტურში "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს.
"ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მარსელოა, მოედანს უბრალო ტკივილის გამო არ დატოვებს. ფეხბურთელი თავადაც კარგად ხვდება, რომ ტრავმა მიიღო.
მარსელოს რეაქციის შემხედვარე, ვფიქრობ, ტრავმა სერიოზულია. თუ რა სიმძიმისაა დაზიანება, მოგვიანებით დაზუსტდება. ჩემი აზრით, ის მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება და შესაბამისად, "ბარსელონასთან" შეხვედრას გამოტოვებს", -
დედაქალაქელები "ბარსელონას" 21 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.