ჟერარდ პიკეს აღიარება და პეპის მჯობნი სერხიო

AutoSharing Option
კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ 2014/15 წლების საფეხბურთო სეზონი შეაჯამა და კატალონიის საუკეთესო ფეხბურთელად ჟერარდ პიკე დაასახელა, მწვრთნელად კი - "ესპანიოლის" თავკაცი სერხიო გონსალესი.

პიკემ ხმების 73% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ალეიშ ვიდალი (სევილია), "ბარსელონას" ახალწვეულს 14% ერგო, ხოლო მესამეზე გასულ კიკო კასილიას (ესპანიოლი) - 13%.

შეგახსენებთ, რომ კასილია ახლა "სამეფო კლუბის" კარს იცავს, ხოლო ვიდალი ფიფას დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობს "ბარსელონაში". დაჯილდოების ცერემონიალი 9 ნოემბერს ბარსელონაში გაიმართება.

კატალონიის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა "არსენალის" განაპირა მცველი ექტორ ბელერინი, მან ხმების 57%
მიიღო და აჯობა პაუ ლოპესს (ესპანიოლი, 30%) და კეიტა ბალდეს (ლაციო, 13%).

სპეციალური პრიზით დააჯილდოებენ ფეხბურთიდან წასულ რაულ ტამუდოს, ხოლო "ზალცბურგის" ფორვარდ ჟონათან სორიანოს გადაეცემა კატალონიის ბომბარდირის პრიზი.

მწვრთნელთა ნომინაციაში გონსალესმა პეპ გვარდიოლას და პაკო ერერას აჯობა, რომელიც ახლახან მოხსნეს "ლას პალმასის" მწვრთნელობიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული