"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ბატე-ს 3:0 სძლია.
შეხვედრის წინ "ბარსელონას" გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსტვენდა, თამაშის მსვლელობისას კი უეფას მაფიოზურ ორგანიზაციად მოიხსენიებდა. არაა გამორიცხული, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამისთვის საქმე აღძრას და კატალონიურ გუნდს სანქციები დააკისროს.
აღსანიშნავია, რომ უეფა ასევე უკმაყოფილოა ტრიბუნაზე კატალონიის დროშების გამოფენით.