"სამეფო გუნდში" არ გამორიცხავენ ზაფხულს კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას წასვლას გუნდიდან და როგორც ჩანს, თადარიგს იჭერენ.
აღსანიშნავია, რომ "რეალს" ლევანდოსვკის გადაბირებაზე ადრეც ფიქრობდა. პერესი მას ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში ესაუბრებოდა, როცა მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი ფეხბურთელი "ბორუსიას" ფერებს იცავდა. მაშინ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდელთა კარი 4-ჯერ აიღო.