მადრიდის "რეალს" რობერტ ლევანდოვსკი სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს.

"სამეფო გუნდში" არ გამორიცხავენ ზაფხულს კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას წასვლას გუნდიდან და როგორც ჩანს, თადარიგს იჭერენ.

აღსანიშნავია, რომ "რეალს" ლევანდოსვკის გადაბირებაზე ადრეც ფიქრობდა. პერესი მას ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში ესაუბრებოდა, როცა მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი ფეხბურთელი "ბორუსიას" ფერებს იცავდა. მაშინ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდელთა კარი 4-ჯერ აიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული