ლა ლიგა. XI ტური: "ღამურებმა" "სელტა" გაანადგურეს

AutoSharing Option
7 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"ვალენსიამ" ვიგოში "სელტა" ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:1. თავი სამმა ფეხბურთელმა გამოიჩინა: დანი პარეხოს ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე პასია, პაკო ალკასერმა დუბლს ერთი საგოლე პასი დაამატა, ხოლო გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა შკოდრან მუსტაფიმ "ვალენსიას" მაისურით 50-ე თამაშში გაიტანა.

"დეპორტივო" სტუმრად ლუკას პერესის გოლით უგებდა აუტსაიდერ "ლევანტეს", მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა - 1:1.

სელტა-ვალენსია 1:5
გოლები: 0:1 პ. ალკასერი (13), 1:1 ა. ფერნანდესი (24), 1:2 პარეხო (45), 1:3
პ. ალკასერი (46), 1:4 პარეხო (64), 1:5 მუსტაფი (79)

ლევანტე-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ლ. პერესი (22), 1:1 კამარასა (53)

ეიბარი-ხეტაფე 3:1
გოლები: 1:0 ენრიჩი (16), 1:1 ვ. როდრიგესი (22), 2:1 ენრიჩი (29), 3:1 ბერხონი (61-პენ)
გაძევება: დ. სუარესი (60. ხეტაფე)

ვალეკანო-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 გერა (3), 2:0 გერა (10), 2:1 ბაბენი (53)
გაძევება: ზე კაშტრო (19. რაიო ვალეკანო)

მალაგა-ბეტისი 0:1

1. რეალი - 24 ქულა; 2. ბარსელონა - 24; 3. სელტა - 21; 4. ატლეტიკო - 20; 5. ვილიარეალი - 20.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული