ლა ლიგა. XI ტური: მადრიდის "რეალი" პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
* შკოდრან მუსტაფიმ "ვალენსიას" მაისურით 50-ედ ითამაშა, გერმანელმა მცველმა გოლი გაიტანა.

* ბილბაოს "ატლეტიკმა" ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

* ბოლო ფეხბურთელი, ვინც პრიმერაში "ბარსელონას" მაისურით გოლი გაიტანა ნეიმარისა და სუარესის გარდა, იყო... ლიონელ მესი, რომელმაც 20 სექტემბერს "ლევანტეს" კარში დუბლი შეასრულა.

* მადრიდის "რეალი" ამ სეზონში პირველად დამარცხდა. ტოპ-5 ლიგაში დაუმარცხებლები მხოლოდ პსჟ და "ბაიერნი" დარჩნენ.

ლა ლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ კი პირველობა სეზონის მთავარი ჯახით, ელ კლასიკოთი განახლდება, რომელსაც "ბარსელონა" უკვე ერთპიროვნული
ლიდერის სტატუსით შეხვდება.

აცლიან მოიესს მეტს?
ტური კანარის კუნძულებზე დაიწყო, სადაც დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადმა" მხოლოდ ბოლოსღა გამოიღვიძა, მაგრამ სერხიო კანალესის შესანიშნავი დარტყმული გოლად ვერ იქცა.

ეს ერთი გასროლა საქმეს მაინც ვერ შველოდა, რადგან ბასკთა კარში ჯერ ვისენტე-ვიერას შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა გოლი, შემდეგ კი არგენტინელმა სერხიო არაუხომ სეზონში მეორე გოლი გაიტანა, "ლას პალმასმაც" მეორე მოგება (2:0) იზეიმა.

რაც კიკე სეტიენი დაინიშნა, კუნძულელებმა თითო თამაში მოიგეს, ფრედ ითამაშეს და წააგეს. იმის გათვალისწინებით, რომ "ლას პალმასმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დათმო, შედეგი ახალი მწვრთნელისთვის ძალზე პოზიტიურია.

"ბიჭებმა უნდა მოუმატონ და მეც. ბევრი ჩემს ადგილზე ინერვიულებდა, მაგრამ მე ასეთ სიტუაციებს მიჩვეული ვარ", - ეს მოიესის სიტყვებია. შოტლანდიელის მომავალი სანსებასტიანურ კლუბში გაურკვეველია.

"ღამურები" გალისიაში
პარეხომ და ალკასერმა ნუნუს ვალენსიური კარიერა გადაურჩინეს - ასე წერს "მარკა", მაგრამ მთლად ვერ დავეთანხმებით, სწორედ პორტუგალიელის ტაქტიკამ "სელტას" სუპერშემტევ სტილთან, რომლის აქილევსის ქუსლიც დაცვაა, გამოიღო ეს, ერთი შეხედვით, საოცარი შედეგი - "ღამურებმა" ბალაიდოსზე" 5:1 იმარჯვეს. დანი პარეხომ ორ გოლს ორი საგოლე პასიც შეაშველა, პაკო ალკასერმა დუბლს ერთი საგოლე პასი დაუმატა.

ამას დავამატოთ მსოფლიოს ჩემპიონ შკოდრან მუსტაფის თავური, გერმანელმა გოლით აღნიშნა "ვალენსიას" რიგებში 50-ე თამაში. დამარცხებულმა "ბალაიდოსმა" "ვალენსია" ოვაციებით გააცილა, არადა, სწორედ აქ, არცთუ დიდი ხნის წინათ, "ბარსელონა" 1:4 დაეცა. ისე, მას მერე "სელტას" შინ ვერ მოუგია...

ნუნუ (ვალენსია): "იმან, რაც ბელგიაში მოხდა, ძალიან იმოქმედა გუნდის თავმოყვარეობაზე და "ვალენსიამ" ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. სწორედ "გენტთან" მარცხი აისახა დღეს დიდებულ თამაშსა და გოლებში".

"მარკამ" პაკო ალკასერის თამაში 9 ბალით, დანი პარეხოსი კი 8,5 ბალით შეაფასა.

აუტსაიდერთა შაბათი
შაბათის სხვა თამაშებიდან ანდალუსიურ დერბის გამოვყოფთ. მართალია, თამაში თვალსასეირო არ გამოდგა, მაგრამ დაძაბული იყო და "ბეტისმა" "მალაგა" სტუმრად რუბენ კასტროს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. სევილიელებს ანტონიო ადანის (8 ბალი "მარკასგან") კარგი თამაშიც დაეხმარათ კარში.

"ეიბარი" შარშანდელი გეგმით მუშაობს - პირველ წრეში გუნდმა შარშანაც გაიბრწყინა, მაგრამ შემდეგ გავარდა (არ გააგდეს "ელჩეს" გამო). იმედია, ბასკებს წლეულსაც იგივე დასასრული არ ელით. სერხი ენრიჩმა დუბლი შეასრულა და "ხეტაფეს" კარში პენალტიც მოიპოვა, საბოლოოდ - 3:1.

"რაიო ვალეკანომ" ბურთის ფლობაში მეტოქესთან დათმო (10 კაცით თამაშის გამო), მაგრამ შეხვედრა ხავი გერას ადრიანი დუბლის წყალობით მოუგო "გრანადას" - 2:1. ვალენსიაში "ლევანტე" და "დეპორტივო" ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ - 1:1.

ინიაკის გაბრწყინება
"ბილბაოს" "გართულება" ბასკ ფეხბურთელებზე ყველას მოგეხსენებათ. ამიტომაც, ერთი შეხედვით, უცნაურია ამ გუნდში 21 წლის ინიაკი ვილიამსის თამაში, არადა, განელი მამისა და ლიბერიელი დედის შვილი ბილბაოშია დაბადებული და "ატლეტიკის" ცნობილი აკადემიის, "ლეზამას" აღზრდილია 16 წლის ასაკიდან.

ინიაკი უკვე "ბილბაოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, მან "ესპანიოლს" ფენომენალური გოლი გაუტანა. არც ერნან პერესის საპასუხო გოლს დაეწუნებოდა რამე და არც რაულ გარსიას თავურს, რომელმაც "ბილბაოს" სამი ქულა მოუპოვა.

ლიდერთა მატჩები
"ბარსას" არ ჰყავს ლეო მესი, მაგრამ ჰყავს ნეიმარისა და ლუის სუარესის წყვილი. სწორედ მათ გაიტანეს "ვილიარეალის" კარში გუნდის სამივე გოლი. ბრაზილიელმა შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა "წყალქვეშა ნავის" რბევა, რომელმაც ზუსტად ერთი საათი გაძლო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ანტუან გრიზმანმა ბოლო წამებზე თავით დაასწრო "სპორტინგის" მეკარეს და "ატლეტიკოს" 1:0 მოაგებინა. ამ მოგებამ "ატლეტიკო" მესამე ადგილზე გადაიყვანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გვიან ღამით "რეალმა", სერხიო რამოსის ულამაზესი გოლის მიუხედავად, "სევილიასთან" 2:3 დათმო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XI ტური
6 ნოემბერი
ლას პალმასი-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ვიერა (28), 2:0 არაუხო (51)
ლას პალმასი (4-4-2): ვარასი - სიმონი, აიტამი, ბიგასი, გარიდო - ელ ჟარი (83. ვალერონი), როკე, ვისენტე, ვიერა (66. მომო) - ტანა, არაუხო (74. ვილიან ჟოზე)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, დ. რეიესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ბერგარა, ილიარამენდი (69. პარდო) - ჩაბი პრიეტო, ველა (46. ბრუმა), გ. კასტრო (56. კანალესი) - აგირეჩე
გაფრთხილება: ბიგასი - ილიარამენდი, ველა, ი. მარტინესი, ბერჩიჩე
კუთხური: 0-8; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-12 (4-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 461

7 ნოემბერი
სელტა-ვალენსია 1:5
გოლები: 0:1პ. ალკასერი (12), 1:1 ა. ფერნანდესი (23), 1:2 პარეხო (45), 1:3 პ. ალკასერი (46), 1:4 პარეხო (64), 1:5 მუსტაფი (77)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, ს. გომესი, ფონტასი, ხონი - ვასი (66. რადოია), ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი - ორელიანა (82. დრაჟიჩი), ასპასი (73. გუიდეტი), ნოლიტო
ვალენსია (4-1-4-1): ხაუმე - ბარაგანი, მუსტაფი, ვეზუ, გაია - ფუეგო - კანსელო, პარეხო (80. ბარბოზა), ანდრე გომეში, ბაკალი (51. მინა) - პ. ალკასერი (68. პიატი)
გაფრთხილება: ფერნანდესი - ფუეგო, გაია, მუსტაფი
კუთხური: 15-5; ჯარიმა: 16-27; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-9 (3-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 22 131

ლევანტე-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ლ. პერესი (23), 1:1 კამარასა (54)
ლევანტე (4-3-3): რუბენი - პ. ლოპესი, დ. ნავარო, ფედალი, ტონიო - ლერმა (46. კასადესუსი), სიმაო, კამარასა - მორალესი (78. ვერსა), როხერი (64. ღილასი), რუბენ გარსია
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე (87. კანი), არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ბორხესი, მოსკერა - კარტაბია (58. რიერა), ფაირი, გუტიერესი (58. ხუანფრანი) - ლ. პერესი
გაფრთხილება: ტონიო, სიმაო, კასადესუსი, გარსია - ბორხესი, ნავარო
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 16-9 (5-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 13 771

ეიბარი-ხეტაფე 3:1
გოლები: 1:0 ენრიჩი (15), 1:1 ვ. როდრიგესი (22), 2:1 ენრიჩი (29), 3:1 ბერხონი (61-პენ)
ეიბარი (4-4-2): ირურეტა - კაპა, მ. დოს სანტოსი (63. ლილიო), პანტიჩი, ჟუნკა - კეკო, ისრაფილოვი, ესკალანტე (87. ბარენეჩეა), ბერხონი - ბასტონი, ენრიჩი (80. არუაბარენა)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ველასკესი, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - სარაბია (62. ვერხინი), ვ. როდრიგესი (84. მ. გომესი), ლაფიტა - ა. ვასკესი (70. შჩეპოვიჩი)
გაფრთხილება: ბერხონი, კაპა, ესკალანტე - ალექსისი
გაძევება: სუარესი (60)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16-10 (7-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 5 327

ვალეკანო-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 გერა (3), 2:0 გერა (10), 2:1 ბაბენი (53)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო (78. ხუან კარლოსი) - ტიტო, დ. ლორენტე, ზე კაშტრო, რაცი - ტრაშორასი, ბაენა - ემბარბა, პ. ერნანდესი (74. ებერტი), ბებე (29. დორადო) - გერა
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, ლომბანი, ბირაგი (68. ე. მენდესი) - რ. პერესი, კრჰინი - პიტი, მარკესი (46. როჩინა), იბანიესი (46. ტიევი) - ელ-არაბი
გაფრთხილება: ზე კაშტრო, ტიტო, ტრაშორასი - პიტი, კრჰინი, პერესი
გაძევება: ზე კაშტრო (19)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 4-9; კარში დარტყმა: 7-8 (2-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 10 142

მალაგა-ბეტისი 0:1
გოლი: 0:1 რ. კასტრო (64)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - რესიო (69. ჩოპი), ტისონე - დუდა, ტიღადოუნი (84. მასტური), ხუან კარლოსი (76. ორტა) - შარლესი
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი, ვარელა - დიგარი (46. ხ. ტორესი), პეტროში - სეხუდო (85. მოლინერო), ვან დერ ვაარტი (66. სებალიოსი), ხოაკინი - რ. კასტრო
გაფრთხილება: ანხელერი, შარლესი - ბრუნო, სეხუდო, პიჩინი, ვარელა, ვან ვოლფსვინკელი (მოედანზე არ იყო)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-7 (5-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 23 699

8 ნოემბერი
ბილბაო-ესპანიოლი 2:1
გოლები: 1:0 ვილიამსი (8), 1:1 ე. პერესი (51), 2:1 რაულ გარსია (64)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ეჩეიტა, ბალენსიაგა - ბენიატი (87. გ. ელუსტონდო), სან ხოსე - ვილიამსი (65. ბოვედა), რაულ გარსია, საბინი (46. სუსაეტა) - ადურისი
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, ფუენტესი (74. სილა) - ვ. სანჩესი, დიოპი - ე. პერესი (90. აბრაამი), ასენსიო, ვ. ალვარესი (65. ბურგუი) - კაისედო
გაფრთხილება: გურპეგი, ბენიატი - ალვარესი, დიოპი, კაისედო, ფუენტესი, ხ. ლოპესი, სილა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-25; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 8-5 (2-1); ბურთის ფლობა: 44%-54%.
მაყურებელი: 44 082

ბარსელონა-ვილიარეალი 3:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (60), 2:0 ლ. სუარესი (70-პენ), 3:0 ნეიმარი (85)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე (81. ბარტრა), მატიო, ალბა - ს. რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა - ელ ჰადადი (78. ს. რამირესი), ლ. სუარესი, ნეიმარი
ვილიარეალი (4-3-3): არეოლა - მარიო, ბონერა, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, პინა (65. ბაკამბუ), ბრუნო სორიანო - კასტილიეხო (78. სამუელი), სოლდადო, დ. სუარესი
გაფრთხილება: მატიო, ინიესტა, სუარესი, ნეიმარი, პიკე - მარიო, კოსტა, ბონერა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 20-5 (9-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 74 109

ატლეტიკო-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (93)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (46. გამესი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (78. ო. ტორესი), გაბი, ტიაგო, კოკე (64. კორეა) - ჯ. მარტინესი, გრიზმანი
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ბერნანდო, მენენდესი - ს. ალვარესი (12. კასესი), მასკარელი - პ. პერესი, ჰალილოვიჩი (80. ფრაილე), ხონი - გერერო (26. კ. კასტრო)
გაფრთხილება: ფერეირა, კოკე, ფილიპე ლუიში, გოდინი - ესპინოსა, კასესი, კუელიარი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15-9 (3-2); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 49 323

სევილია-რეალი 3:2
გოლები: 0:1 ს. რამოსი (22), 1:1 იმობილე (36), 2:1 ბანეგა (61), 3:1 ფ. ლორენტე (74), 3:2 ხ. როდრიგესი (93)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, ანდრეოლი (84. კოლოძეიჩაკი), ტრემულინა - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ვიტოლო, ბანეგა (78. კრონ-დელი), კონოპლიანკა - იმობილე (70. ფ. ლორენტე)
რეალი (4-3-3): კასილია - დანილო, პეპე, ს. რამოსი (32. ვარანი), ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (78. ხესე) - ისკო (63. ხ. როდრიგესი), რონალდო, ბეილი
გაფრთხილება: იმობილე - ნაჩო
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 14-28 (5-10); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 40 377

ბომბარდირები: 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 9 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ხავი გერა (რაიო ვალეკანო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

მომდევნო ტური
21 ნოემბერი:
რეალ სოსიედადი-სევილია, რეალი-ბარსელონა, ესპანიოლი-მალაგა, ვალენსია-ლას პალმასი, დეპორტივო-სელტა.

22 ნოემბერი:
სპორტინგი-ლევანტე, ვილიარეალი-ეიბარი, გრანადა-ბილბაო, ბეტისი-ატლეტიკო.

23 ნოემბერი:
ხეტაფე-რაიო ვალეკანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული