უკანასკნელ პერიოდში ბევრი იწერებოდა რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე "მანჩესტერ იუნაიტედში". "მანჩესტერის" გარდა, პორტუგალიელი ვარსკვლავის მომავალ კლუბად "პარი სენ-ჟერმენიც" სახელდებოდა.
"ყოველდღე ახალი ისტორია იწერება, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. მე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ კრიშტიანო კარიერას მადრიდის "რეალში" დაასრულებს", - განაცხადა პორტუგალიელის აგენტმა.