სერხიო რამოსი: როცა მოვკვდები, კუბოში "რეალისა" და "სევილიას" დროშები ჩამაყოლეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი "სევილიასთან" (2:3) მარცხის შემდეგ ანდალუსიური კლუბის ქომაგების სტვენის გამო დამწუხრებული იყო.

"სევილიას" ფანები ჩემი მისამართით სტვენდნენ? ეს საწყენია. მე "რეალისა" და "სევილიას" წარმომადგენელი ვარ. როცა მოვკვდები, კუბოში ამ ორი კლუბის დროშები ჩამაყოლეთ.

რაც შეეხება ჩვენს მარცხს, თითოეული მატჩი "რეალისთვის" ტესტია. უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ ამით და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. ზუსტად ამას მოითხოვს ჩვენგან გულშემატკივარი და "რეალის" გერბი", - თქვა რამოსმა Marca-სთან საუბარში.

სერხიო რამოსი "სევილიას" აღზრდილია, ხოლო "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული