სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველი სერხიო რამოსი ესპანეთის და ინგლისის ნაკრებებს შორის გასამართ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ფეხბურთელმა ამცნო, რომელმაც "სევილიას" კარში გატანილი გოლის დროს მხრის დაზიანება მიიღო.

"ცუდად დავეცი და მხარი ვიტკინე. თავს კარგად არ ვგრძნობ. სამშაბათს შემოწმებას გავივლი და ვეცდები, მოედანს მალე დავუბრუნდე. სამწუხაროდ, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებ", - განაცხადა ესპანელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული