ბლანმა ჟურნალისტებს "უცნაური რასა" უწოდა და პირობა დადო, რომ მათ ინტერესს არ დააკმაყოფილებდა და არაფრით იტყვის, რა უთხრა რონალდომ.
ჩურჩული იქით იყოს და, კრიშტიანო რონალდო რაფა ბენიტესის "რეალში" ისე ეფექტური ვეღარ არის. მართალია, გოლები ჯერაც გააქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში გატანილი 13 ბურთიდან 8 ორ
თანაც, ეს თამაშები სექტემბრის პირველ ნახევარში იყო. ოქტომბერში 30 წლის პორტუგალიელმა სულ 3 გოლი გაიტანა, ნოემბერში კი კრიშტიანოს გოლი ჯერ არ გაუტანია.
"მარკამ" 7 მიზეზი დაასახელა, თუ რას სჭირს რონალდოს:
1. ის თავის თავს არ ჰგავს:
კრიშტიანო არაეფექტურად უტევს, თანაგუნდელებთან, თითქოს, კარგად შეთამაშებული არ არის და გოლის ალღოც დაკარგა. პორტუგალიელს ასეთი ცუდი სერია მას მერე არ ჰქონია, რაც "რეალში" გადავიდა.
2. ის არ თამაშობს თავის პოზიციაზე:
ის უფრო ახლოსაა იმ არეალთან, სადაც სივრცე შეზღუდულია. მაშინ, როცა უფრო ფლანგზე (მარცხნივ) მეტი სივრცე და დრო ექნებოდა ოპონენტების დასაჩაგრავად. უკან ყოველთვის ცენტრალურ მცველთა სუნთქვა ესმის და იმ პრობლემებს აწყდება, რასაც ცენტრფორვარდები.
3. ბენზემას გარეშე უჭირს:
ფრანგი ფორვარდის გარეშე კრიშტიანოს შედეგიანობა შესამჩნევად გაფუჭდა. ბენზემას გარეშე "ბლანკოსის" შეტევის გეგმა სულ სხვანაირია და ეს არ აწყობს რონალდოს.
4. ის საკუთარ თამაშს ვერ თამაშობს:
როგორც წესი, რონალდო თავიდან ბოლომდე თამაშშია ჩართული, ახლა კი ასე არაა. ინციდენტები დავიდ სიმონთან და გჟეგოჟ კრიხოვიაკთან გვიდასტურებს, რომ ფიქრებით რონალდო სხვაგანაა.
5. მას ესაჭიროება დასვენება:
ის, რასაც რონალდო არასოდეს აღიარებს. კრიშტიანოს არ ეხება როტაცია, ის ერთადერთია კლუბში, რომელმაც სეზონის ყველა წუთი ითამაშა. ასე გაგრძელება არ შეიძლება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მადეირელი დაღლილია.
6. ის არ არის კონცენტრირებული აწმყოზე:
მისი ბოლო გამონათქვამები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ კრიშტიანო მეტს ფიქრობს თავის მომავალზე. სავარაუდოდ, მისი ფიქრები "სანტიაგო ბერნაბეუს" აღარ უკავშირდება.
7. ის ისევე კარგად ვერ შეეწყო ბენიტესს, როგორც ანჩელოტის:
ეს ფაქტია და ცუდია როგორც ფორვარდისთვის, ისე "სამეფო კლუბისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეორე კაცისგან მესმის,პირველი თვითონ კრისტინაა :)