დევიდ მოიესი "რეალ სოსიედადიდან" წლისთავზე გაუშვეს

AutoSharing Option
სან სებასტიანის "რეალ სოსიედადის" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა შოტლანდიელი თავკაცი დევიდ მოიესი.

მას "ლას პალმასთან" 0:2 მარცხი აღარ ეპატია. არადა, თამაშის შემდეგ მოიესი იმედს გამოთქვამდა, რომ სეზონს ბასკურ კლუბში ჩაამთავრებდა. "რეალ სოსიედადი" ლა ლიგაში მე-16 ადგილზეა, ამ გუნდმა 11 ტურში მხოლოდ ორი მატჩი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მოიესი 9 ნოემბერს გაუშვეს სამსახურიდან, ერთი დღეც რომ გაეძლო პოსტზე, "რეალ სოსიედადში" ზუსტად წელიწადი გამოუვიდოდა. 2014 წლის 10 ნოემბერს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გამოშვებულ მოიესთან ბასკურმა კლუბმა 18-თვიანი ხელშეკრუკება გააფორმა.

მოიესმა ხაგობა არასატე შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგებისთვის
("სოდიედადი" მე-15 ადგილზე იყო) გაუშვეს. როგორც ხედავთ, სან სებასტიანელებს მოიესის ხელში პროგრესი არ ჰქონიათ.

უკვე ცნობილია შოტლანდიელის შემცვლელი, "რეალ სოსიედადს" ეუსებიო საკრისტანი შეცვლის. ეუსებიო ერთი შეხებით თამაშის ტრფიალია და მას უკეთესი ურთიერთობა აქვს თავის ფეხბურთელებთან ხოლმე, ვიდრე მოიესს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული