მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველი სერხიო რამოსი "სევილიასთან" მიღებული მხრის ტრავმის გამო მოედანს 6 თვით ჩამოშორდა.
ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაციაც გაუკეთდება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მე-11 ტურში "სევილიასთან" დამარცხდა - 2:3. შეხვედრის პირველი გოლი სწორედ სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც ცოტა ხანში ცვლილება ითხოვა.