სერხიო რამოსი - ჯერ "ელ კლასიკო", შემდეგ ოპერაცია მხარზე!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი, მხრის ტრავმის მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება. 

"ელ კლასიკოს" დასრულებისთანავე კი 29 წლის ესპანელი მცველი საფეხბურთო მოედნიდან საოპერაციო მაგიდაზე გადაინაცვლებს. რამოსს მხარზე ოპერაციას გაუკეთებენ.

სერხიო რამოსმა მხრის ტრავმა "სევილიასთან" მე-11 ტურის შეხვედრაში (2:3), გოლის გატანის ეპიზოდში მიიღო, რის შემდეგაც შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული