დელ ბოსკეს სენსაციური განცხადება: მესის ნატურალიზება არ გამოვიდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ სენსაციური განცხადება გააკეთა - ესპანური ფეხბურთის თავკაცები ცდილობდნენ ლიონელ მესის ნატურალიზებას, მაგრამ "ბარსელონას" ვარსკვლავმა მაშინ არგენტინის ნაკრებში თამაში არჩია.

"ესპანეთის სამეფო ფედერაცია ცდილობდა ლიონელ მესის გადაბირებას, მაგრამ მან გადაწყვიტა იმ ნაკრებში ეთამაშა, სადაც დაიბადა. ლეოს გადაწყვეტილება ვერაფრით შეარყიეს. მესი - ეს ფენომენია, რომელსაც ყველა ამჩნევს. კაცმა არ იცის, სად, რომელ ქვეყანაში დაიბადება მომდევნო მესი ან რონალდო", - განაცხადა "ფურია როხას" თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ ლეო ახლა ტრავმირებულია, თუმცა უკვე შეუდგა ბურთით ვარჯიშს და ესპანური მედია
ამტკიცებს, რომ მას ელ კლასიკოზე თამაშის შანსიც კი გაუჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Del bosque: ახალი მესი უკვე დაიბადა, ის გიორგი არაბიძეა და შახტარში თამაშობს.
georgiano
11:58 11-11-2015
0
გეთანხმები!!!!!
დათო
13:42 11-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული