"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ფერნანდო ტორესი გუნდის სიმბოლოა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ ფერნანდო ტორესის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მადრიდული გუნდისთვის ესპანელი პრობლემას არასდროს წარმოადგენს.

"ტორესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელი და სიმბოლოა. კონტრაქტის ამოწურვისას დაველაპარაკებით და გავიგებთ, რას აპირებს. ის "ატლეტიკოსთვის" პრობლემა არასდროს წარმოადგენდა და არც წარმოადგენს", - განაცხადა სერესომ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტორესის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი მადრიდის "ატლეტიკოში" "მილანიდან" 1,5-წლიანი იჯარით 2015 წლის იანვარში გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული