"ტორესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელი და სიმბოლოა. კონტრაქტის ამოწურვისას დაველაპარაკებით და გავიგებთ, რას აპირებს. ის "ატლეტიკოსთვის" პრობლემა არასდროს წარმოადგენდა და არც წარმოადგენს", - განაცხადა სერესომ.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტორესის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი მადრიდის "ატლეტიკოში" "მილანიდან" 1,5-წლიანი იჯარით 2015 წლის იანვარში გადაბარგდა.