"ამ ჯილდოს მფლობელი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, ხოლო მესიმ მიმდინარე წელს ორი ტიტული მოიპოვა - ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა.
პირად მიღწევებს თუ გავითვალისწინებთ, გასული სეზონი, შეიძლება ითქვას, საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში - ევროპის საუკეთესო სნაიპერი გავხდი.
მე და მესი ფეხბურთში უკვე ბოლო 8 წელია ვდომინირებთ. ადრე მსგავსისთვის არავის მიუღწევია და ეს ძალიან მაგარია.
მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ.
ჯერ კიდევ ახალგაზრ
მინდა კიდევ 6-7 წელი ვითამაშო და მგონია, რომ გუნდთან ტიტულის მოგება შემიძლია, რადგან მხოლოდ გუნდთან ერთად გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ინდივიდუალური პრიზების მოპოვება", - თქვა რონალდომ.
"ოქროს ბურთის" მფლობელი 2016 წლის 11 იანვარს გახდება ცნობილი.