კრიშტიანო რონალდო: მე და მესი ფეხბურთში უკვე ბოლო 8 წელია ვდომინირებთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთის" შესაძლო გამარჯვებულზე ისაუბრა.

"ამ ჯილდოს მფლობელი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, ხოლო მესიმ მიმდინარე წელს ორი ტიტული მოიპოვა - ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა.

პირად მიღწევებს თუ გავითვალისწინებთ, გასული სეზონი, შეიძლება ითქვას, საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში - ევროპის საუკეთესო სნაიპერი გავხდი.

მე და მესი ფეხბურთში უკვე ბოლო 8 წელია ვდომინირებთ. ადრე მსგავსისთვის არავის მიუღწევია და ეს ძალიან მაგარია.

მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ.

ჯერ კიდევ ახალგაზრ
და ვარ და ვფიქრობ, რომ კიდევ შემიძლია "ოქროს ბურთის" მოგება.

მინდა კიდევ 6-7 წელი ვითამაშო და მგონია, რომ გუნდთან ტიტულის მოგება შემიძლია, რადგან მხოლოდ გუნდთან ერთად გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ინდივიდუალური პრიზების მოპოვება", - თქვა რონალდომ.

"ოქროს ბურთის" მფლობელი 2016 წლის 11 იანვარს გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადა.აფსით ერთმანეთს
dato
17:21 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული