კრიშტიანო რონალდომ გაამჟღავნა, რომ მეგობარ ქალებს კასტინგს უტარებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ჟურნალისტებს თავისი პირადი ცხოვრების დეტალებზე ესაუბრა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად ამ პერიოდში ერთბაშად რამდენიმე გოგონას ხვდება, რომელთა შორის ერთგვარი კასტინგია გაჩაღებული.

"ახლა რამდენიმე გოგონას ვხვდები, - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Goal.com. - ზოგიერთი მათგანისთვის ცნობილია, რომ მეტოქეებიც ჰყავს და კონკურენტულ გარემოშია.

არჩევანის გაკეთება მართლაც არაა იოლი. ვიცი, რომ ყოველ მეორე ქალს მხოლოდ იმის გამო ვაინტერესებ, რომ ცნობილი ვარ. ეს ნორმალურია და ამ დღეში მხოლოდ მე არ ვარ. ყველა ცნობილი ადამიანი აწყდება მსგავს პრობლემას".

კრიშტიანო რონალდო
რუს მოდელ ირინა შეიკს ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ამა წლის იანვარში დაშორდა. მას შემდეგ კრიშტიანოსთან ხანგრძლივი ურთიერთობის დაჭერა პრეტენდეტთაგან ვერცერთმა შეძლო.

"მაგრამ მე თავდაჯერებული ბიჭი ვარ. ვარ მაღალი, მაქვს ყველა კბილი და ლამაზი ტანი", - ამბობს რონალდო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას თავი მოდელი გონია, სუფთა ნარცისია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული