13 ნოემბერს, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, იკერმა კარი მშრალად შეინახა (2:0). ამ შედეგით ესპანელი ერთადერთ მეკარედ იქცა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ეროვნული ნაკრების კარის მშრალად შენახვა 100-ჯერ მოახერხა.
ამასთანავე, "პორტოს" გოლკიპერმა რეკორდი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მხრივაც დაამყარა, რომელიც აქამდე ლატვიელ ვიტალი ასტაფიევს ეკუთვნოდა. 34 წლის მეკარემ ნაკრების მაისურით 165-ე შეხვედრა ჩაატარა.